ბათუმში საპროტესტო აქცია განახლდა

აჭარის მთავრობის სახლთან და საკონსტიტუციო სასამართლოსთან მოქალაქეებმა საპროტესტო აქცია განაახლეს.

აქციის მონაწილეების თქმით, ხელისუფლებამ მოსახლეობას დღეს კონსტიტუცია საბოლოოდ “გადაახია”.

მათი თქმით, “ქართული ოცნება” 12 წელია წინა ხელისუფლებაზე საუბრობს და მუდმივად გადაბრალების რეჟიმშია.

აქციის მონაწილეებს მიაჩნიათ, რომ “ქართულ ოცნებას” ქვეყნის საზიანო გადაწყვეტილების გარდა არაფერი გაუკეთებია.

“ბოლო იმედი იყო საკონსტიტუციო სასამართლო, რომელიც ჩაგვიხურეს. სპეცრაზმელებს მივმართავ დაფიქრდით, მოვა დრო ერთად მოგვიწევს ბრძოლა. ძნელია გადაწყვეტილების მიღება, როცა არის დრო, რომ უნდა მიიღო და დადგეთ სწორ მხარეს. ჩვენმა წინაპრებმა სისხლი დაღვარეს დამოუკიდებლობისთვის, ასე რომ, ყველამ ავიღოთ ჩვენს თავზე და ქვეყანა ევროკავშირის ოჯახში დავაბრუნოთ”, - აღნიშნეს შეკრებილებმა.

ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოსთან და აჭარის მთავრობის სახლთან სპეცრაზმის თანამშრომლები არიან მობილიზებული. სპეცრაზმელებისთვის განკუთვნილ ავტობუსზე მოქალაქეებმა ევროკავშირის დროშა გამოფინეს, ასევე სტიკერები დატოვეს “აჯანყდი რუსულ რეჟიმზე”.

პარალელურად საპროტესტო მსვლელობები ბათუმის ქუჩებში მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები სახელმწიფოს სხვადასხვა დაწესებულებებთან მიდიან და პროტესტს გამოხატავენ.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა