ბადრი ჯაფარიძე - თუკი არცერთი ადამიანი არაა დაკავებული, ვინც სადისტურად უსწორდებოდა ახალგაზრდებს, ე.ი. ასეთი დავალება ჰქონდათ - ეს სრულად „ქართული ოცნების“ პასუხისმგებლობაა

თუკი არცერთი ადამიანი არაა დაკავებული, ვინც ასე სადისტურად უსწორდებოდა ახალგაზრდებს, ე.ი. ასეთი დავალება ჰქონდათ - რა უნდოდა ამ ადამიანების დაკავებასა და ამოცნობას? - პასუხისმგებლობა სრულად „ქართული ოცნებისაა“, - ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ რუსთავში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე, საპროტესტო აქციებზე ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, განაცხადა.

მისი თქმით, იმით, რომ არ მომხდარა არცერთი სამართალდამცავის დაკავება, დადასტურდა, რომ „არანაირი გამოძიება არ მიმდინარეობს“.

„ძალიან მარტივი საკითხია - თუ კი არცერთი ადამიანი არაა დაკავებული, ვინც ასე სადისტურად უსწორდებოდნენ ახალგაზრდებს, ე.ი. ასეთი დავალება ჰქონდათ, რომ ძალადობა განეხორციელებინათ. კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ სინამდვილეში არანაირი გამოძიება არ მიმდინარეობს, თორემ რა უნდოდა ამ ადამიანების დაკავებასა და ამოცნობას? ან იმათ ამოცნობას, ვინც ჟურნალისტებს გაუსწორდა. ამ ადამიანების ამოცნობას ერთადერთი რამ სჭირდება - სურვილი. „ქართულ ოცნებას“ ამის სურვილი არ აქვს. ამით ახალისებენ ძალადობას, იმას, რომ ახალგაზრდებს ვითომდა პოლიციელები, თავს კვლავ დაესხნენ. ჩემთვის, ის ხალხი პოლიციელები არ არიან. ისინი არიან კრიმინალები. „ქართული ოცნებაა“ პასუხისმგებელი იმ ძალადობაზე, რომელიც ხორციელდება ახალგაზრდებზე, მშვიდობიან პროტესტში მონაწილე ინდივიდების მიმართ; მათზე, ვისაც უფლება აქვს გააპროტესტოს „ქართული ოცნების“ ანტიეროვნული პოლიტიკა. ვნახეთ, როგორ უსწორდებიან მათ დაკავების შემდგომ, როგორ უმოწყალოდ სცემენ, როგორ ამახინჯებენ. ამაზე პასუხისმგებლობა მთლიანად „ქართული ოცნებისაა“, მითუმეტეს მაშინ, როდესაც არცერთი ადამიანი არაა იდენტიფიცირებული, ვინც ამ სისაძაგლეს ჩადის და სადისტურად უსწორდება ადამიანებს“, - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

ცნობისთვის, რუსთავში მოქალაქეებმა საპროტესტო მსვლელობა გამართეს. ისინი ახლა რუსთავის მერიის წინ იმყოფებიან.

რუსთავის მერიასთან მყოფი აქციის მონაწილეები ქალაქის მერთან, ნინო ლაცაბიძესთან შეხვედრას და მის მიერ სპეცრაზმის ძალადობრივ მოქმედებებზე მკაფიო პოზიციის დაფიქსირებას ითხოვენ.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის