კახა კალაძე - შეიძლება თავიდან შევცდით კომუნიკაციაში, მაგრამ ახლა ყოველდღიურად ხდება ახსნა-განმარტება ევროინტეგრაციის პროცესთან დაკავშირებით - ჩვენ ვიქნებით ქვეყანა, ვინც გახდება ევროკავშირის წევრი ღირსებით და თავაწეულები

ქვეყანაში არ დარჩა ადამიანი, ვინც ვერ გაიგო, რა ხდება რეალურად - შეიძლება თავიდან იყო გაურკვევლობა, შეიძლება ჩვენ შევცდით კომუნიკაციაში და რაღაც ვერ მოგაწოდეთ, მაგრამ ბოლო დღეების განმავლობაში ყოველდღიურად ხდება ახსნა-განმარტება ევროინტეგრაციის პროცესთან დაკავშირებით და ვფიქრობ, ყველაფერი ცხადი, ნათელი და გასაგებია, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ თბილისის მერიის სხდომაზე განაცხადა.

კალაძე კიდევ ერთხელ განმარტავს, რატომ მიიღო „ქართულმა ოცნებამ“ ევროინტეგრაციის შეჩერების თაობაზე გადაწყვეტილება და ამბობს, რომ მოლაპარაკებების გახსნა-არგახსნის საკითხი შანტაჟის იარაღად გამოიყენება.

მისივე თქმით, „ჩვენ ვიქნებით ის ქვეყანა, ვინც საბოლოოდ გახდება ევროკავშირის წევრი ღირსებით და თავაწეულები“.

„28 ნოემბერს პრემიერის განცხადებაში დეტალურად იყო ახსნილი, რომ საქართველო აგრძელებს ევროინტეგრაციას. ჩვენ ხელი გვაქვს მოწერილი ასოცირების ხელშეკრულებაზე, რომელიც არის ე.წ. გზამკვლევი და რა თქმა უნდა, თანმიმდევრულად მივყვებით პროცესებს. ასევე, ითქვა ის, რომ რა თქმა უნდა, არ გვინდა, ყოველთვის შანტაჟის ქვეშ ვიყოთ. ამჯერად, როგორც წინა შემთხვევაში. კანდიდატის სტატუსი შანტაჟის იარაღად იყო, ახლა შანტაჟის იარაღად გამოიყენება მოლაპარაკებების გახსნა-აგახსნის საკითხი. ძალიან ღრმად და ბევრი ვისაუბრეთ ამ საკითხზე. ვფიქრობ, დღეს ქვეყანაში არ დარჩა ადამიანი, ვინც ვერ გაიგო, რა ხდება რეალურად. შეიძლება თავიდან იყო გაურკვევლობა, შეიძლება ბევრმა ვერ გაიგო, შეიძლება ჩვენ შევცდით კომუნიკაციაში და რაღაც ვერ მოგაწოდეთ, მაგრამ ბოლო დღეების განმავლობაში ყოველდღიურად ხდება ახსნა-განმარტება ევროინტეგრაციის პროცესთან დაკავშირებით და ვფიქრობ, ყველაფერი ცხადი, ნათელი და გასაგებია. ჩვენ ვართ თავმოყვარე ხალხი, თავმოყვარე ერი, რომელსაც უდიდესი კულტურა, ტრადიციები და წარსული აქვს, რითაც ვამაყობთ და ვფიქრობ, ამ ყველაფრით ვართ საინტერესო ევროპული ოჯახისთვის“,- განაცხადა კახა კალაძემ.

ავთანდილ  წულაძე - ტრამპიც და პუტინიც ჩიხურ სიტუაციაში არიან აღმოჩენილი, რაც მათ აიძულებს თავიანთ მოქმედებაში მეტი შეცდომა დაუშვან, სწორედ ამაზეა ჩინეთის გათვლა
ქართული პრესის მიმოხილვა 21.05.2026
Colliers International Georgia-მ მტკვრის მარცხენა სანაპიროს უძრავი ქონების ფუნქციური ანალიზი განახორციელა
„არქიმ“ 200,000 ლარზე მეტი ღირებულების მარადმწვანე ხის ნერგები ქალაქ რუსთავს საჩუქრად გადასცა
როგორ უნდა შევქმნათ პლასტმასისგან თავისუფალი და ეკო-მეგობრული ოფისი
„პსპ ფარმა“ თბილისის მუნიციპალიტეტის ბენეფიციარებს მედიკამენტებს კვირის ნებისმიერ დღეს ფასდაკლების დღეების ფასად მიაწვდის
თიბისის კონცეპტის მხარდაჭერით ZEG Storytelling Festival გაიმართება
სილქნეტის მომხმარებლები მოგზაურობისას ახალი „როუმინგ პასის“ შეთავაზებით ისარგებლებენ
ჩინეთისა და აშშ-ის ლიდერებს შორის შეხვედრამ მსოფლიოს სტაბილურობა და დარწმუნებულობა შესძინა
ენერგოეფექტურობა - NMG-ის სტრატეგიული არჩევანი
„ბიოგრაფი ლივინგის“ პირველი დეველოპერული პროექტის - „საკენი“ მონოლითური სამუშაოები დათქმულ დროს დასრულდა