საია-ს თავმჯდომარე - სახეზეა წამება, სამოქალაქო მოსახლეობის პოლიტიკური და დისკრიმინაციული ნიშნით დევნა - ვგეგმავთ, ჰააგის სასამართლოსადმი მიმართვას და ამ მიზნით საკოორდინაციო ფორმატის შექმნას

არასამთავრობო ორგანიზაცია "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" ჰააგის სასამართლოსადმი მიმართვას გეგმავს და ამ მიზნით, საკოორდინაციო ფორმატს ქმნის.

როგორც ორგანიზაციის თავმჯდომარემ, ნონა ქურდოვანიძემ ბრიფინგზე განაცხადა, საკოორდინაციო ფორმატში ჩართვის შესაძლებლობა ყველა დაინტერესებულ პირს ექნება, მათ შორის, აქციებზე დაშავებულ პირებს.

ქურდოვანიძის განმარტებით, "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" ადამიანის უფლებების დარღვევებს ყოველ დღიურ რეჟიმის უწევს მონიტორინგს და მიიჩნევს, რომ სამოქალაქო მოსახლეობის წინააღმდეგ სისტემური და ძალადობრივო რეპრესიები ადამიანურობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულად უნდა შეფასდეს, რაც სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსადმი მიმართვის საფუძველი შეიძლება გახდეს.

„მზარდი რეპრესიების და ადამიანის უფლებათა სისტემური დარღვევების მასშტაბების გათვალისწინებით, მიმდინარე მოვლენებმა შესაძლოა, მიაღწიოს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წესდების მე-7 მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს ადამიანურობის წინააღმდეგ. კერძოდ, სახეზეა წამება სამოქალაქო მოსახლეობის წინააღმდეგ მიმართული ფართომასშტაბიანი და სისტემური თავდასხმების სახით, ასევე, ჩადენილია სამოქალაქო მოსახლეობის პოლიტიკური და დისკრიმინაციული ნიშნით დევნა და მსგავსი ხასიათის სხვა არაადამიანური განზრახი ქმედებები, რომლებიც იწვევენ მძიმე ტანჯვას, სხეულის მძიმე დაზიანებას, ანდა მძიმე ზიანს აყენებენ პირის ფსიქიკურ და ფიზიკურ ჯანმრთელობას. ამასთან, ქვეყნის შიგნით არ არის დარჩენილი დამოუკიდებელი მექანიზმი, რომელიც ამ დანაშაულებს სათანადოდ გამოიძიებდა. არსებული რეალობის გათვალისწინებით, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ განიხილავს, როგორც სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსადმი მიმართვის, ასევე სხვა საერთაშორისო მექანიზმების გამოყენების შესაძლებლობას და შექმნის საკოორდინაციო ფორმატს, რომელში ჩართვის შესაძლებლობა ექნება ყველა დაინტერესებულ პირს.

ადამიანურობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული ექვემდებარება სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს. შესაძლებელია ამ მიმართულებით მიმართვა და საქართველოს სიტუაციის შესწავლა, თუმცა ამას სჭირდება გარკვეული დრო. ჩვენ განვიხილავთ, რომ ეს ნაბიჯი გადავდგათ და ამ განაცხადით გვინდა ამასთან დაკავშირებით დავიწყოთ პროცესები, რომელიც პირველ რიგში გულისხმობს ამ დარღვევების დეტალურ დოკუმენტირებას“, - განაცხადა ქურდოვანიძემ.

სტეპან გრიგორიანი - რბილად რომ ვთქვათ, ამერიკას, სომხეთსა და აზერბაიჯანს სამხრეთ კავკასიიდან რუსეთი გაჰყავთ
ქართული პრესის მიმოხილვა 09.02.2026
12-საათიანი საიმედო დაცვის მქონე პრემიუმ ხარისხის ბავშვის საფენები „რასკალსი“ (Rascals) უკვე PSP-შია
ფოთის პორტში ბელგიიდან 30 000 ტონა ბენზინით დატვირთული ტანკერი შემოვიდა
SMH Global-ისა და Setanta Sports Eurasia-ს პარტნიორობა უზბეკეთში 2030 წლამდე გახანგრძლივდა
ვაინ კახეთი ქართულ ღვინოს პარიზის საერთაშორისო გამოფენაზე წარადგენს
რობოტული ქირურგია ინოვას სამედიცინო ცენტრში - ინოვაციური ქირურგიის ახალი ეტაპი საქართველოში