ირაკლი კობახიძე - ჯერ ეუთო/ოდირმა აღიარა ეს არჩევნები, საუბარი იყო იმაზე, რომ არჩევნები იყო კონკურენტული, საკონსტიტუციო სასამართლომაც აღიარა ასევე არჩევნების ლეგიტიმაცია

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, არჩევნების შედეგები აღიარა ეუთო/ოდირმა და საკონსტიტუციო სასამართლომაც.

როგორც მან პრესკონფერენციაზე აღნიშნა, არჩევნების არალეგიტიმურობის თაობაზე ნული მტკიცებულებაა.

„ჯერ ეუთო/ოდირმა აღიარა ეს არჩევნები. საუბარი იყო იმაზე, რომ არჩევნები იყო კონკურენტული, საკონსტიტუციო სასამართლომაც აღიარა ასევე არჩევნების ლეგიტიმაცია, თან ეს მოხდა 7 მოსამართლის ხმით. გახსოვთ, რომ 3 მოსამართლეს მანამდე გმირებად, სიმართლის დამცველებად აცხადებდნენ. ამ შემთხვევაში, ამ 3-დან ერთ-ერთმა მოსამართლემ მხარი დაუჭირა არჩევნების ლეგიტიმურობის შესახებ დასკვნას და ის გახდა ლიბერალური ფაშიზმის ე.წ. ბულინგის მორიგი მსხვერპლი. არის ეუთო/ოდირის დასკვნაც. შეგახსენებთ, ეუთო/ოდირი არის მთავარი ინსტიტუცია, რომელიც აფასებს. ასევე, არის საკონსტიტუციო სასამართლოს ოფიციალური სამართლებრივი დასკვნა არჩევნებთან დაკავშირებით და არის ნული მტკიცებულება არჩევნების არალეგიტიმურობის თაობაზე. ამ ფონზე, ვხედავთ შესაბამისი საერთაშორისო სუბიექტების პასიურობას და ამ ფონზე კიდევ ერთხელ უნდა გავიხსენოთ ის სისტემური ძალადობა, რომელიც ამ 6 დღის განმავლობაში რუსთაველის გამზირზე, თბილისის ქუჩებში ხდებოდა. ეს ყველაფერი ერთმანეთთან არის კავშირში. ეს ყველაფერი ძალიან მძიმედ აისახება კონკრეტული ინსტიტუტების რეპუტაციაზე ჩვენს ქვეყანაში. ვგულისხმობ პირველ რიგში, ევროკავშირის კონკრეტულ პოლიტიკოსებს“,-განაცხადა კობახიძემ.

„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს