ირაკლი კობახიძე - რადიკალურ ოპოზიციასთან ერთად სალომე ზურაბიშვილი კამპანიას აწარმოებდა კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით, ახლა - არჩევნების ლეგიტიმაციის აღიარებასთან დაკავშირებით - ეს ქვეყნის ღალატია

რადიკალურ ოპოზიციასთან ერთად სალომე ზურაბიშვილი კამპანიას აწარმოებდა კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით, ახლა აწარმოებს კამპანიას არჩევნების ლეგიტიმაციის აღიარებასთან დაკავშირებით - ეს ქვეყნის ღალატია, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრის, ქსავიე ბეტელის განცხადების შეფასებისას აღნიშნა.

როგორც კობახიძემ განაცხადა, პრეზიდენტმა ანტიკამპანიის წარმოება განაგრძო მოლაპარაკებების გახსნასთან დაკავშირებით და ახლა ის ასეთივე კამპანიას ლეგიტიმური არჩევნების ლეგიტიმაციის აღიარებასთან დაკავშირებით აწარმოებს.

„ერთი სიტყვით რომ შევაფასოთ, ეს რა თმა უნდა, არის ღალატი. ზუსტად ასეთივე აგიტაციას აწარმოებდა თავის დროზე სალომე ზურაბიშვილი იმის წინააღმდეგ, რომ ქვეყანას მიეღო კანდიდატის სტატუსი. რადიკალურ ოპოზიციასთან ერთად სალომე ზურაბიშვილი კამპანიას აწარმოებდა კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ. მოგვიანებით მან განაგრძო ასეთივე ანტიკამპანიის წარმოება მოლაპარაკებების გახსნასთან დაკავშირებით და ახლა ის აწარმოებს ასეთივე კამპანიას ლეგიტიმური არჩევნების ლეგიტიმაციის აღიარებასთან დაკავშირებით. ეს, რა თქმა უნდა, ქვეყნის ღალატია“, - განაცხადა კობახიძემ.

ინფორმაციისთვის, გუშინ ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ქსავიე ბეტელმა ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა: „გვთხოვეს არჩევნების შედეგები არ ვაღიაროთ, თხოვნა პრეზიდენტის მხრიდანაც იყო, მე ანგარიში მინდა ვნახო, იყო თუ არა არჩევნები სამართლიანი“.

„როდესაც ჩვენ საქართველოს ვუთხარით, რომ ისინი ევროკავშირთან ახლოს იყვნენ და ჩვენ მოლაპარაკებებიც გავხსენით, ეს ის მომენტი იყო, როდესაც მათ გადაწყვიტეს, რომ კარგი, შეგვიძლია რაც გვინდა ის გავაკეთოთ და ისინი არასწორი მიმართულებით წავიდნენ, მეტიც, მათ ევროპისკენ გზაზე სვლაც შეწყვიტეს. ვხედავ, რომ მათ მთავრობასა და პრეზიდენტს შორის შიდა პრობლემები აქვთ. ფაქტია, თუ არ ვცდები, რომ გვთხოვეს არჩევნების შედეგები არ ვაღიაროთ, თხოვნა პრეზიდენტის მხრიდანაც იყო. მე ანგარიში მინდა ვნახო, იყო თუ არა არჩევნები სამართლიანი და თუ ეს ქართველი ხალხის ნებაა, მაშინ ჩვენ მათ ნებას პატივი უნდა ვცეთ“, - განაცხადა ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
ზვიად კორძაძე იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს
„ბაკურიანი” გიორგი მიქაუტაძესთან ერთად, ახალ ლიმიტირებულ შეფუთვას წარმოგიდგენთ
ვეტცელი 1908 - ბაზისბანკი თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის გასტრონომიური სახლის მხარდამჭერია
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა