პრემიერი - დებატებისთვის მზად ვართ! ვნახოთ, რა აქვთ სათქმელი - თუ ისინი რამეში დაგვარწმუნებენ, მზად ვართ, ჩვენს პოზიციას გადავხედოთ, მაგრამ თუ დაინახავენ, რომ სიმართლე ჩვენს მხარესაა, კეთილი ინებონ და აღიარონ

დებატების ფორმატისთვის მზად ვართ! ვნახოთ, რა აქვთ სათქმელი - თუ ეს ადამიანები რამეში დაგვარწმუნებენ, მზად ვართ, ჩვენს პოზიციას გადავხედოთ! - ასე უპასუხა პრემიერ - მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „საზოგადოებრივ მაუწყებელზე“ დაგეგმილ დებატებთან დაკავშირებით დასმულ კითხვას.

ამ კონტექსტში კობახიძემ აღნიშნა ისიც, რომ თუ მეორე მხარე დაინახავს, რომ სიმართლე “ქართული ოცნების“ მხარეს არის, ეს თავადაც აღიარონ.

„ჩვენ დებატების ფორმატისთვის მზად ვართ. რაც შეეხება მიზანს, მიზანი არის ის, რომ საზოგადოებას სიმართლე გავაგებინოთ. ჩვენ ბუნებრივია, მონოლოგის რეჟიმში ვსაუბრობთ. დღესაც ჩვენს პოზიციასთან დაკავშირებით ბრიფინგის ფორმატში ვსაუბრობ, მაგრამ დებატებს განსხვავებული დატვირთვა აქვს. დებატების პირობებში არის მეტი რესურსი, რომ საზოგადოებას სიმართლე უფრო მკაფიოდ გააგებინო. ვნახოთ, გავიგოთ, რა აქვთ სათქმელი - თუ ეს ადამიანები რამეში დაგვარწმუნებენ, ჩვენ მზად ვართ, რომ ჩვენ პოზიციას გადავხედოთ. ეს სხვადასხვა დროს გაგვიკეთებია - არა ვართ ხისტები და უხეშები, მაგრამ თუ დაინახავენ, რომ სიმართლე ჩვენს მხარეს არის, კეთილი ინებონ და თავადაც აღიარონ, თუ ამის რესურსი ეყოფათ.

უნდა აღინიშნოს, რომ ამ ადამიანებზე, რომლებმაც დებატებში გამოსვლის მზაობა გამოხატეს, არის სერიოზული, ლიბერალურ-ფაშისტური თავდასხმა. ამ თავდასხმაში მთელი რადიკალური ოპოზიცია და NGO-ები ჩაერთვნენ. ცდილობენ, რომ ისინი დებატებზე არ მოვიდნენ. იმედია, გამბედაობა ეყოფათ და დებატებზე მოვლენ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძე

დღეს, 22:00 საათზე, “საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ეთერში დებატები გაიმართება, რა ფორმატშიც პრემიერი ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპაუშვილი, ხოლო მეორე მხრიდან “ქართული ოცნების“ ყოფილი მინისტრები თინა ხიდაშელი და მიხეილ ჯანელიძემ მიიღებენ მონაწილეობას.

2 დეკემბერს, მთავრობის სხდომაზე, პრემიერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხზე მიღებული გადაწყვეტილებით გამოწვეული პროტესტი ადასტურებს, რომ “ქვეყანაში წაკითხულის გააზრების სერიოზული პრობლემა“ არსებობს. ამავე სხდომაზე კობახიძემ აღნიშნა, რომ მზად არის ნებისმიერ საკითხზე საჯარო ან არასაჯარო დისკუსიისთვის “გულწრფელ ადამიანებთან“, ვინც ხელისუფლების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები “სხვანაირად გაიგო“.

პირდაპირი სატელევიზიო ეთერით დებატების ფორმატში მასთან დისკუსიის მზაობა თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა თინა ხიდაშელმა და საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ გამოთქვეს.

მირიან მირიანაშვილი - თუ რუსეთმა აშშ-თან უკრაინაში ომის დასრულების შეთანხმება ვერ დადო, ანუ, თუ სი ძინ პინი „ვერ გადააგდო“, მაშინ საქართველო რუსეთის გავლენის სფეროში ვერ აღმოჩნდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.04.2025
„ვისოლი“ ციფრული ტრანსფორმაციის ახალ ეტაპზე გადადის
Touch Plarform-ის ორგანიზებით, თბილისში რიგით მეორე საერთაშორისო ციფრული დიზაინ ფესტივალი Touch RGB გაიმართება
სილქნეტის აქცია: თემატური სპორტული პაკეტები დამატებითი გადასახადის გარეშე
საბანკო ასოციაციის რჩევები კიბერუსაფრთხოებისთვის დღესასწაულების წინ
კახა ოქრიაშვილი „ქართულ ოცნებაზე“ - იმედია, მათი ქაოტური, 180-გრადუსიანი ტრიალი ყველა მიმართულებით უფსკრულში არ გადაგვჩეხავს!
როგორ ხდება უძრავი ქონების საინვესტიციოდ შეფასება?
„ამბასადორი აილენდ ბათუმი” ინოვაციურ პროექტს და საქართველოს განსაკუთრებულ საინვესტიციო პოტენციალს დუბაის უძრავი ქონების საერთაშორისო გამოფენაზე წარადგენს
26 აპრილი „არქიში“ დიდი ფასდაკლების დღეა