თინა ბოკუჩავა - ჩამოყალიბდა დიქტატურა, ავტორიტარიზმი - სახლებშიც შევარდნილია ახლა ივანიშვილის რუსული „ომონი“ და პარტიის ოფისებშიც გვივარდებიან

სახლებშიც შევარდნილია ახლა ივანიშვილის რუსული „ომონი“, პარტიის ოფისებში გვივარდება რუსული „ომონი“ - ვხედავთ, რომ რეალურად ხდება მთლიანად ქვეყნის მიტაცება, დამონება რუსული უკანონო რეჟიმის მიერ, ამიტომ ერთადერთი გამოსავალი არის ის, რომ გამოვიდეთ კიდევ უფრო მეტი, ვიყოთ კიდევ უფრო ერთიანი, - ამის შესახებ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, სამართალდამცველებს პარტიის ოფისში „შევარდნის“ მცდელობა ჯერ კიდევ გუშინ ჰქონდათ, თუმცა მათ ეს დღეს გააკეთეს.

„ჯერ კიდევ გუშინ იყო ამ ოფისში შევარდნის მცდელობა, როდესაც უამრავი პოლიციელი იყო აქ მობილიზებული. გუშინ ეს არ გააკეთეს იმდენად ბევრი ადამიანი ჰყავდათ დასაკავებელი და დასარბევი, მაგრამ ჩვენ ვხედავთ, რომ დღეს უკვე ამას ახორციელებს რუსული“ ომონი“. ეს არის ზუსტად ის, რაც მოხდა ბელარუსში, რუსეთში რამდენიმე ათეული წლის წინ. ჩამოყალიბდა დიქტატურა, ავტორიტარიზმი. სახლებშიც შევარდნილია ახლა ივანიშვილის რუსული „ომონი“, პარტიის ოფისებში გვივარდება რუსული „ომონი“. ვხედავთ, რომ რეალურად ხდება მთლიანად ქვეყნის მიტაცება, დამონება რუსული უკანონო რეჟიმის მიერ, ამიტომ ერთადერთი გამოსავალი არის ის, რომ გამოვიდეთ კიდევ უფრო მეტი, ვიყოთ კიდევ უფრო ერთნი. დღეს აღარ არსებობს პარტიული პოლიტიკური გამყოფი ხაზები, არსებობს მხოლოდ საქართველო და რუსები,“ - განაცხადა ბოკუჩავამ.

ცნობისთვის, სამართალდამცველები რამდენიმე ოპოზიციური პარტიის ოფისშია შესული და ჩხრეკას ატარებს, მათ შორის, „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ და „დროას“. პოლიციელები ასევე მისულები იყვნენ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ოფისში, თუმცა მათ შენობა მალევე დატოვეს. დღესვე პოლიცია იყო შესული ჯგუფ „დაიტოვეს“ ერთ-ერთი დამფუძნებლის, ილია ღლონტის სახლში.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის