ელენე ხოშტარია - ვუთხარი რომ მე ვარ ორგანიზატორი და პასუხისმგებლობას ვიღებ აქციებზე - ეს პოლიცია არის რუსული, ემსახურება ივანიშვილს და მიდის ევროპის წინააღმდეგ, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს რას გადაჩხრეკენ და ვის რას დააბრალებენ

მე თვითონ ვუთხარი რომ დიახ, მე ვარ ორგანიზატორი და პასუხისმგებლობას ვიღებ ამ აქციებზე - რა თქმა უნდა, ეს არის ხალხის გადაწყვეტილება და აქცია, მაგრამ დიახ, ყველაფერ ამას ვიყენებთ ჩვენ აქციაზე, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ „დროას“ ოფისში მიმდინარე საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, ოფისში აქვთ ყველაფერი, რაც საჭიროა იმისთვის, რომ იყოს პროტესტი - პარალონი, პლედი, „ფოერვერკი“, „სნიკერსები“ და კვერცხები იმისთვის, რომ პოლიციას ესროლონ.

„ძალიან მოსალოდნელი მოქმედებაა. აქ ნამდვილად გვაქვს აქციისთვის ძალიან ბევრი პარალონი, პლედი, „ფოერვერკი“, „სნიკერსები“, კვერცხები, პოლიციას, რომ ვესროლოთ - ყველაფერი, რაც საჭიროა იმისთვის, რომ იყოს პროტესტი. ბუნებრივია, მოვიდნენ. სასაცილოა, ლაზერებს, რაღაც საღებავებს აღრიცხავენ. მე მათ განვუმარტე, რომ ეს პოლიცია არის რუსული, ანტიკონსტიტუციური, ემსახურება ივანიშვილს და მიდის ევროპის წინააღმდეგ. ამიტომ, საერთოდ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ჩემთვის რას გადაჩხრეკენ, რას იზამენ, ვის რას დააბრალებენ და წაუყენებენ. მე თვითონ ვუთხარი რომ დიახ, მე ვარ ორგანიზატორი და პასუხისმგებლობას ვიღებ ამ აქციებზე. რა თქმა უნდა, ეს არის ხალხის გადაწყვეტილება და აქცია, მაგრამ დიახ, ყველაფერ ამას ვიყენებთ ჩვენ აქციაზე“, - განაცხადა ხოშტარიამ.

ცნობისთვის, პოლიცია პარტია „დროას“ ოფისში შევიდა. სამართალდამცავებმა ოფისში გარკვეული ნივთები დალუქეს.

აღსანიშნავია, რომ სამართალდამცველები ასევე იმყოფებოდნენ პარტია „ახლების“და „ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ფრთის ოფისებში და ჯგუფ „დაიტოვეს“ ერთ-ერთი დამფუძნებლის, ილია ღლონტის საცხოვრებელ ბინაში.

გიორგი მელაშვილი - „ქართული ოცნება“ ახალი პოლიტიკური სეზონის წინ ცუდ ფორმაშია იმ გაგებით, რომ პარტია გადაიქცა აპარატად, რომელიც ერთ ადამიანზე დგას და, როგორც ღარიბაშვილის საქმემ აჩვენა, შიგნით ბოლომდე ჩამპალია
ქართული პრესის მიმოხილვა 07.09.2026
პროკრედიტ ბიზნესი: თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs-ი გაიხსნა
სოკარ ჯორჯია პეტროლეუმმა SOCAR Group-ის შემადგენლობაში შემავალი Italiana Petroli-სგან იტალიური ბენზინის პირველი პარტია შემოიტანა
წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი 3 სექტემბერს იხსნება — პრესკონფერენცია წინანდალში
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი გაიხნა - სილქნეტი ფესტივალის უწყვეტი წარმდგენი