კახა კალაძე - რადიკალი ოპოზიციონერების განცხადებები, რომ თითქოს ძალადობას გმობენ ფარისევლობა და სპეკულაციაა, სინამდვილეში თავად არიან მოძალადეები და ყველაფრის მკადრებლები

რადიკალი ოპოზიციონერების განცხადებები, რომ თითქოს ძალადობას გმობენ, არის ფარისევლობა და სპეკულაცია, სინამდვილეში თავად არიან მოძალადეები და ყველაფრის მკადრებლები, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მედიასთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ბოლოდროინდელი საპროტესტო აქციების დროს იკვეთება, როგორც ძალადობრივი ქმედებები, ასევე ვანდალიზმის ფაქტები, რაც მიუღებელია.

„სამწუხაროა, რომ ბოლო დღეების განმავლობაში, ვხედავთ ძალადობრივ აქციებს. არსებობენ კონკრეტული დაჯგუფებები, რომლებიც ვანდალიზმით არიან დაკავებული. პოლიციელების მისამართით პირდაპირ ფიზიკურ შეურაცხყოფაზე გადადიან. ესვრიან მათ მძიმე საგნებს, იყენებენ ე.წ. მოლოტოვის კოქტეილებს. ძალიან მძიმე სანახავია ეს ყველაფერი, რაც რუსთაველის გამზირზე ხდება.

ძალადობა კატეგორიულად მიუღებელია. შეუძლებელია ნორმალურმა და გონიერმა ადამიანმა ძალადობა წაახალისოს. ვნახეთ კონკრეტული ფაქტები და განცხადებები, თუ რას ამბობდნენ ოპოზიციონერი რადიკალები, სოცმედიასა თუ ტელეეთერებში. ძალადობაზე აღშფოთებას გამოხატავდნენ, თუმცა, მაგალითად, „იმედის“, „რუსთავი 2“-ის, „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ან „პოსტივის“ ჟურნალისტების მიმართ როცა ზეწოლა და ძალადობა ხორციელდებოდა, ხმას არ იღებდნენ. ისინი ჩვეულებრივი მოძალადეები, ბოროტები და ყველაფრის მკადრებლები არიან. გახსოვთ, ერთმა ახალგაზრდამ „მოლოტოვის კოქტეილი“ რომ ესროლა პოლიციელებს, ისინი გამოდიოდნენ და დაგმობის ნაცვლად, ახალისებდნენ. გმირად უნდოდათ ის ახალგაზრდა შეერაცხათ. შემდეგ სალომე ზურაბიშვილმა საერთოდ საოცრება გააკეთა, ადგა და შეიწყალა ეს ადამიანი, რომელიც ცოცხლად წვავდა პოლიციელებს. თუნდაც ალეკო ელისაშვილი მამუკა მდინარაძეს ლაჩრულად რომ მიუვარდა და ზურგიდან ჩაარტყა, მაშინაც ასეთ განცხადებებს აკეთებდნენ. ყველა ის განცხადება, რასაც ვისმენდით, რომ თითქოს ძალადობას გმობენ, არის ფარისევლობა და სპეკულაცია. როგორ შეიძლება მათი რამე ირწმუნო“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ამასთან, თბილისის მერმა ყველას სიმშვიდისკენ მოუწოდა და აღნიშნა: „დაშავებულებს მალე გამოჯანმრთელება მინდა ვუსურვო, როგორც პოლიციელებს, მედიის წარმომადგენლებს, ასევე ძალადობრივი აქციის მონაწილეებს“.

ავთანდილ  წულაძე - ტრამპიც და პუტინიც ჩიხურ სიტუაციაში არიან აღმოჩენილი, რაც მათ აიძულებს თავიანთ მოქმედებაში მეტი შეცდომა დაუშვან, სწორედ ამაზეა ჩინეთის გათვლა
ქართული პრესის მიმოხილვა 21.05.2026
Colliers International Georgia-მ მტკვრის მარცხენა სანაპიროს უძრავი ქონების ფუნქციური ანალიზი განახორციელა
„არქიმ“ 200,000 ლარზე მეტი ღირებულების მარადმწვანე ხის ნერგები ქალაქ რუსთავს საჩუქრად გადასცა
როგორ უნდა შევქმნათ პლასტმასისგან თავისუფალი და ეკო-მეგობრული ოფისი
„პსპ ფარმა“ თბილისის მუნიციპალიტეტის ბენეფიციარებს მედიკამენტებს კვირის ნებისმიერ დღეს ფასდაკლების დღეების ფასად მიაწვდის
თიბისის კონცეპტის მხარდაჭერით ZEG Storytelling Festival გაიმართება
სილქნეტის მომხმარებლები მოგზაურობისას ახალი „როუმინგ პასის“ შეთავაზებით ისარგებლებენ
ჩინეთისა და აშშ-ის ლიდერებს შორის შეხვედრამ მსოფლიოს სტაბილურობა და დარწმუნებულობა შესძინა
ენერგოეფექტურობა - NMG-ის სტრატეგიული არჩევანი
„ბიოგრაფი ლივინგის“ პირველი დეველოპერული პროექტის - „საკენი“ მონოლითური სამუშაოები დათქმულ დროს დასრულდა