„გირჩი-დროას“  ინფორმაციით, პარტიის ოფისში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, პოლიციამ კვერცხები და ფოიერვერკები ამოიღო

ამ ჩხრეკას ვუკავშირებ სამოქალაქო წინააღმდეგობას, რომელიც საქართველოში მიმდინარეობს და ძალებს იკრებს, რომელიც ყოველდღე არის უფრო მასშტაბური, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ლემონჯავამ პარტია „გირჩი-დროას“ ოფისში ჩატარებული ჩხრეკის შესახებ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ოფისიდან ამოღებულ ნივთებს შორისაა კვერცხები და ფოიერვერკები.

„ეს რეჟიმი არის შეშინებული და ახლა ცდილობს, თუ ჩვენი ოფისიდან ამოიღებენ ფოიერვერკებს, ნატრიქლორს, „პუფებს“, კვერცხებს, რომელსაც ვიყენებთ მოძალადე სპეცრაზმელების წინააღმდეგ, ამით ამ პროტესტს შეაჩერებენ. სინამდვილეში, არავითარი ჩხრეკა ოფისს არ სჭირდება. პირადად, სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ ნებისმიერ ნივთს, რომელიც ამ ოფისში ინახება, დაწყებული საკანცელარიოდან, დამთავრებული ფოიერვერკით, ვიყენებთ სამოქალაქო წინააღმდეგობის პროცესში იმიტომ, რომ ეს არის მოძალადე რუსული რეჟიმი. შესაბამისად, საჭიროა სამოქალაქო წინააღმდეგობა. თუ მათ ჰგონიათ, რომ ამ უკანონო ღონისძიებით ვინმეს შეაშინებენ და პროტესტი აღარ იქნება, დღეს საღამოს დავინახავთ, რომ ბევრად უფრო მეტი ადამიანი იქნება, ვიდრე გუშინ. ეს პროტესტი არის მზარდი, დინამიკა არის პოზიტიური. ეს ყველაფერი დასრულდება მათი პოლიტიკური პატრონების სრული ჩამოშლით და საქართველოს მოქალაქეების გამარჯვებით“, - განაცხადა ლემონჯავამ.

ცნობისთვის, პარტია „გირჩი-დროას“ ოფისში ჩხრეკა ჩატარდა. სამართალდამცველებმა კონკრეტული ნივთები ამოიღეს. ამ ეტაპზე უცნობია, რას უკავშირდება ჩხრეკა.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა