ირაკლი კობახიძე - საჯარო დისკუსიასთან დაკავშირებით ჩვენი შეთავაზება კვლავაც რჩება ძალაში, პირველ რიგში გულწრფელი ადამიანებისთვის, რომლებსაც შეიძლება ჰქონდეთ გულწრფელი პროტესტი ჩვენს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით

საჯარო დისკუსიასთან დაკავშირებით ჩვენი შეთავაზება კვლავაც რჩება ძალაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საჯარო დისკუსიას სთავაზობს ადამიანების ნებისმიერ ჯგუფს, პირველ რიგში კი, „გულწრფელ ადამიანებს, რომელთაც აქვთ პროტესტის განცდა“.

„ჩვენი შეთავაზება კვლავაც რჩება ძალაში. ჩვენ ვთავაზობთ ადამიანების ნებისმიერ ჯგუფს, რომელთაც აქვთ პროტესტის განცდა. მათ შორის, ჩვენ არაგულწრფელ ადამიანებსაც დავთანხმდით ამ დისკუსიაზე. რა თქმა უნდა, პირველ რიგში, რჩება ეს შეთავაზება ძალაში გულწრფელი ადამიანებისთვის, რომლებსაც შეიძლება ჰქონდეთ გულწრფელი პროტესტი ჩვენს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. მზად ვართ, ნებისმიერ ფორმატში ვიმსჯელოთ ამ ადამიანებთან. კიდევ ერთხელ, ნებისმიერი სივრცე, მთავარია, რომ ეს დისკუსია იძლეოდეს განზოგადებისა და სიმართლის დადგენის საშუალებას“, - განაცხადა პრემიერმა.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა