პრემიერი - ბევრი გამოწვევა იყო აშშ-საქართველოს ურთიერთობებში ბოლო 4 წლის განმავლობაში და დიდი იმედი გვაქვს, რომ დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის პირობებში ყველა გაუგებრობა წარსულს ჩაბარდება

დიდი მოლოდინით ველით შეერთებული შტატების ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციას. ბევრი გამოწვევა იყო აშშ-საქართველოს ურთიერთობებში ბოლო 4 წლის განმავლობაში და დიდი იმედი გვაქვს, რომ დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის პირობებში ყველა ეს გაუგებრობა წარსულს ჩაბარდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ უნგრულ პოლიტიკურ იუთუბ-არხთან ინტერვიუში განაცხადა.

პრემიერის თქმით, საქართველოს ხელისუფლება დაინტერესებულია შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების გადატვირთვით.

„დიახ, აშშ-ის ამჟამინდელი ანუ, მიმავალი ადმინისტრაციის ზოგიერთი წარმომადგენელი ცდილობს რთული მემკვიდრეობა დაუტოვოს ახალ ადმინისტრაციას საქართველოსთან და ზოგადად რეგიონთან მიმართებით. იგივე სცადეს უკრაინასთან მიმართებით და საქართველოსთანაც იგივე მცდელობაა. დიდი მოლოდინით ველით შეერთებული შტატების ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციას. ბევრი გამოწვევა იყო აშშ-საქართველოს ურთიერთობებში ბოლო 4 წლის განმავლობაში და დიდი იმედი გვაქვს, რომ დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის პირობებში ყველა ეს გაუგებრობა წარსულს ჩაბარდება. ამდენად, დიდად ვართ დაინტერესებულნი შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების გადატვირთვით. დარწმუნებული ვარ, რომ ეს პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში მოხდება“, - განაცხადა პრემიერმა.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა