მამუკა ხაზარაძე - ბიძინა ივანიშვილი არის აგონიაში და ახლა ის ქვეყანაში ატარებს კონსტიტუციურ გადატრიალებას

ბიძინა ივანიშვილი არის აგონიაში და ახლა ის ქვეყანაში ატარებს კონსტიტუციურ გადატრიალებას, - ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რითაც დღევანდელ დაკავებებს ეხმაურება.

როგორც მამუკა ხაზარაძემ აღნიშნა, ყოველდღიურად ტერორის მომსწრე ვართ.

ბიძინა ივანიშვილმა მიითვისა ხალხის ხმები, ჩაატარა რუსული სპეცოპერაცია არჩევნებზე, შემდეგ გაწყვიტა ურთიერთობა ევროპასთან, ამას მოჰყვა აშშ-ის გასვლა სტრატეგიული პარტნიორობიდან და ახლა პოლიციის ფორმაში გადაცმულ კრიმინალებს აცემინებს ჩვენს შვილებს. ყოველდღე ჩვენ ვართ მომსწრენი იმისა, რომ მიდის ტერორი. დღეს უკვე ვნახეთ პოლიტიკური პარტიების ოფისში შესვლის და დარბევის ფაქტები. კიდევ აქვთ რაღაც ჩანაფიქრები და სცენარებს დგამენ, მაგრამ არაფერი არ გამოუვათ. ძალიან მწყობრად და ძალიან მტკიცედ ქართველი ხალხი დაიბრუნებს წართმეულ საქართველოს, რომელსაც თავისუფალი და ძლიერი საქართველო ჰქვია“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

მამუკა ხაზარაძის განმარტებით, ოპოზიციის დღევანდელი შეხვედრა კოორდინაციას და დაკავებულების მხარდაჭერას ემსახურება.

„დღევანდელი შეხვედრა ემსახურება ერთ რამეს, კოორდინაციას, რომ ვანახოთ, იმ ბავშვებს ჰყავთ პატრონი და ეს პატრონი არ არის მხოლოდ მათი მშობლები, ჩვენ ვართ მათი პატრონები. მეორე, ყველა იმ სამოქალაქო ადამიანს და საჯარო მოხელეს, ვინც ღიად დააფიქსირა თავისი პროტესტი, უნდა გრძნობდეს, რომ მათ უკან დგას ოპოზიცია, პოლიტიკოსები და არავის არ მივცემთ უფლებას მათი დაჩაგვრის. რაც ყველაზე მთავარია, ერთიანი ხმა უნდა ისმოდეს ოპოზიციიდან უცხოეთში, ჩვენს პარტნიორებთან. ვინმემ არ წარმოიდგინოს, რომ ცალკე ხდება, ყველაფერი კოორდინირებულია პრეზიდენტთან. ყველა ფრონტი და ყველა მოქმედება იქნება თანხვედრაში იმიტომ, რომ ჩვენ ერთი ქვეყანა გვაქვს და ყველა მას უნდა მოვემსახუროთ ახლა“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

ინფორმაციისთვის, ამ წუთებში ოთხი ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიების შეხვედრა „ქორთიარდ მარიოტში“ მიმდინარეობს.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს
თიბისისა და Visa-ს ახალი ბარათი ექსკლუზიურად Glovo-ს კურიერებისთვის
AI ასისტენტი ყველა სტუდენტისთვის - BTU ახალ სასწავლო მოდელს ნერგავს
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
იმედი L-ის მხარდაჭერით მე-8 საერთაშორისო კონფერენცია „სტანდარტები ტურიზმში“ იმართება
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა