ნიკა მელია - საყოველთაო, სახალხო პროტესტი მივა იმ წერტილამდე, როდესაც ქვეყანაში იქნება საყოველთაო დაუმორჩილებლობა - ნუ მიაქცევთ ყურადღებას, რომელი პარტიის ოფისს დალუქავენ, ეს ოფისები უკვე პირობითია

საყოველთაო, სახალხო პროტესტი მივა იმ წერტილამდე, როდესაც ქვეყანაში იქნება საყოველთაო დაუმორჩილებლობა, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ ოთხი ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიის შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

ნიკა მელიას განცხადებით, პოლიციამ რამდენი პოლიტიკოსიც არ უნდა დაიჭიროს, პროტესტი მაინც გაგრძელდება.

ბიძინა ივანიშვილს არ სჯეროდა, მაგრამ მან ეს მოახერხა და ხდება ის, რაც ხდება. უკვე ყველა აცნობიერებს, რომ ეს არის ბრძოლა სახელმწიფოებრიობისთვის. ასევე, მოხდება საყოველთაო დაუმორჩილებლობა მთელი ქვეყნის მასშტაბით. რომელი პოლიტიკოსიც არ უნდა იყოს დაპატიმრებული, რამდენი პოლიტიკოსიც არ უნდა იყოს დაპატიმრებული, რამდენ ოფისშიც არ უნდა შევიდნენ, ეს პროტესტი ხალხის მიერ გაგრძელდება.

ნუ მიაქცევთ ყურადღებას, რომელი პოლიტიკური პარტიის ოფისს დალუქავენ, არ დალუქავენ. ეს ოფისები უკვე პირობითია, ვეღარ ასრულებენ პარტიულ ფუნქციას. როდესაც ადამიანები იწამლებიან, ნაცემი არიან, ეს ოფისები მაქსიმუმ მოხმარდეს ადამიანების რეაბილიტაციას, სანამ ისინი საავადმყოფოში იქნებიან გადაყვანილი“, - განაცხადა ნიკა მელიამ.

ნიკა მელიას თქმით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება უკვე აღარ არის მხოლოდ ოლიგარქიული რეჟიმი, არამედ კრიმინალური რეჟიმია.

„ეს უკვე ოლიგარქიული რეჟიმიც არ არის, კრიმინალური რეჟიმია. ზღვარი ძალიან ბევრ პოლიციელსა და ნამდვილ კრიმინალს შორის წაშალა ივანიშვილმა. ამ ნიღბიანი ადამიანების მიღმა ვინ იმალება,არავინ ვიცით“, - განაცხადა ნიკა მელიამ.

გიორგი ანთაძე - ოფიციალურ ციფრებს რომ გავყვეთ, მოსახლეობის მინიმუმ ნახევარი ოპოზიციურად არის განწყობილი, ბოლო მოვლენების ფონზე ეჭვი მეპარება, რომ ეს ხალხი დღეს ხელისუფლების მომხრე გამხდარიყო
ქართული პრესის მიმოხილვა 28.04.2025
ისარგებლეთ სპეციალური შეთავაზებით სუბურბან საგურამოში ლიმიტირებულ მიწის ნაკვეთზე
არქიში ერთ დღეში რეკორდული რაოდენობის - 201 ბინა გაიყიდა
იმპექსის სააფთიაქო ქსელმა მომხმარებელს KORRES-ის ინოვაციური ანტიასაკობრივი ხაზი Black Pine Primus წარუდგინა
დღეს „ავერსის“ სააფთიაქო ქსელი მთელი საქართველოს მასშტაბით მომხმარებელს ქეშბექ აქციას სთავაზობს
ქართველი სტომატოლოგებისა და სტუდენტებისთვის PSP-ს ექსკლუზიური პარტნიორის, იტალიური ბრენდის Curasept-ის ერთობლივი ღონისძიებები ჩატარდა