პრეზიდენტი შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ოპერატიული დაგეგმვის სამმართველოს უფროსის მიერ თანამდებობის დატოვებაზე - ღირსებით ევროპისკენ, ღირსეული ქართველი!“

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ოპერატიული დაგეგმვის სამმართველოს უფროსის, ირაკლი შაიშმელაშვილის მიერ თანამდებობის დატოვებას ეხმაურება.

„ღირსებით ევროპისკენ! ღირსეული ქართველი!“, - წერს პრეზიდენტი „ფეუსბუქზე“.

შეგახსენებეთ, რომ ირაკლი შაიშმელაშვილმა შს მინისტრის, ვახტანგ გომელაურის სახელზე დაწერილი პატაკი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე თავად გამოაქვეყნა.

„გთხოვთ, ოჯახური პირობების გამო გამათავისუფლოთ დაკავებული თანამდებობიდან და დამითხოვოთ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს რიგებიდან“, - წერს პატაკში შაიშმელაშვილი.

შაიშმელაშვილი "ფეისბუქ" პოსტს, გადადგომის შესახებ განცხადებასთან

ერთად, საქართველოსა და ევროკავშირის დროშების ნიშნებსაც ურთავს.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს