ადვოკატი - ზურა დათუნაშვილს დაზიანება აქვს ყელის არეში, შესიებული აქვს თვალი, მანქანაში ჩასმის დროს ურტყამდნენ გვერდებში - დაკავებულია ადმინისტრაციული წესით

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი წევრი, ზურა დათუნაშვილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის არის დაკავებული. ის ამ დროისთვის დიღმის იზოლატორშია გადაყვანილი.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ადვოკატმა, ბექა კვინიკაძემ განუცხადა, დათუნაშვილს დაზიანებები აღენიშნება.

„ზურა დათუნაშვილს ხილული დაზიანება აქვს ყელის არეში და ასევე, მარცხენა თვალი აქვს შესიებული. მანქანაში ჩასმის დროსაც გვერდებში ურტყამდნენ, მაგრამ ახლა გვერდებში არაფერი აღენიშნებოდა. თვითონ თავს მხნედ გრძნობს. დაკავებულია,173-ე მუხლით, ადმინისტრაციული წესით არის დაკავებული“-განაცხადა ბექა კვინიკაძემ.

ცნობისთვის, 4 დეკემბერს, სასტუმრო „ქორთიად მარიოტთან“, სადაც 4 ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიის შეხვედრა დასრულდა, ოპოზიციის წარმომადგენლებს გარეთ გაურკვეველი პირები დახვდნენ. ადგილზე იყო ფიზიკური დაპირისპირება და ხმაური, რა დროსაც „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი წევრი, ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში მსოფლიო ჩემპიონი ზურა დათუნაშვილი დააკავეს.

ფოტო: მირიან მელაძე

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა