ირაკლი კობახიძე - მოქმედი ადმინისტრაცია ცდილობს ახალ ადმინისტრაციას მაქსიმალურად მძიმე მდგომარეობა დაუტოვოს და ბლინკენის განცხადებაც ამ ყველაფრის გაგრძელებაა - ეს უკიდურესად შემაშფოთებელია

მოქმედი ადმინისტრაცია ცდილობს ახალ ადმინისტრაციას მაქსიმალურად მძიმე მდგომარეობა დაუტოვოს და ბლინკენის განცხადებაც ამ ყველაფრის გაგრძელებაა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.

მან იმედი გამოთქვა, რომ აშშ-ის ახლად არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ, „ასეთ სიყალბეს არც ერთ ამერიკულ განცხადებაში არ შევხვდებით“.

„რა თქმა უნდა, ზუსტად იგივეა. ერთი რომ სრული სიყალბეა წარმოდგენილი ამ განცხადებაში. საუბარია მშვიდობიან მომიტინგეებზე, როცა თქვენ ხედავთ როგორი მშვიდობიანი იყო ის მიტინგები, რომლებიც ეწყობოდა საქართველოში. როდესაც ამ მასშტაბით სიყალბეს ვხვდებით ჩვენ სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელის განცხადებაში, ეს არის, რა თქმა უნდა, უკიდურესად შემაშფოთებელი. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ 20 იანვრის შემდეგ, ასეთ სიყალბეს არც ერთ ამერიკულ განცხადებაში არ შევხვდებით. რა თქმა უნდა, ეს განცხადებაც არის ამ პროცესის გაგრძელება. მოქმედი ადმინისტრაცია ცდილობს ახალ ადმინისტრაციას მაქსიმალურად მძიმე მდგომარეობა დაუტოვოს მთლიანად რეგიონში, ეს ეხება უკრაინას, საქართველოს და ეს განცხადებაც, ბუნებრივია, ამ ყველაფრის გაგრძელებაა,“ - განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ქართველი ხალხის მიმართ აშშ-ის მხარდაჭერის შესახებ განცხადებას ავრცელებს.

ბლინკენი განცხადებაში საუბრობს აშშ-სა და საქართველოს შორის პარტნიორობის 32 წლიან პერიოდზე და აღნიშნავს, რომ შეერთებული შტატების ერთგულება საქართველოს მამაცი ხალხისა და მათი ევროატლანტიკური მისწრაფებებისადმი რკინასავით მტკიცეა.

აღინიშნება, რომ შეერთებული შტატები „მკაცრად გმობს „ქართული ოცნების“ სასტიკ და გაუმართლებელ ძალადობას საქართველოს მოქალაქეების, მომიტინგეების, მედიის და ოპოზიციის წარმომადგენლების მიმართ“.

შეერთებული შტატები ემზადება გამოიყენოს ხელთ არსებული ინსტრუმენტები, მათ შორის დამატებითი სანქციები.

გიორგი ანთაძე - ოფიციალურ ციფრებს რომ გავყვეთ, მოსახლეობის მინიმუმ ნახევარი ოპოზიციურად არის განწყობილი, ბოლო მოვლენების ფონზე ეჭვი მეპარება, რომ ეს ხალხი დღეს ხელისუფლების მომხრე გამხდარიყო
ქართული პრესის მიმოხილვა 28.04.2025
ისარგებლეთ სპეციალური შეთავაზებით სუბურბან საგურამოში ლიმიტირებულ მიწის ნაკვეთზე
არქიში ერთ დღეში რეკორდული რაოდენობის - 201 ბინა გაიყიდა
იმპექსის სააფთიაქო ქსელმა მომხმარებელს KORRES-ის ინოვაციური ანტიასაკობრივი ხაზი Black Pine Primus წარუდგინა
დღეს „ავერსის“ სააფთიაქო ქსელი მთელი საქართველოს მასშტაბით მომხმარებელს ქეშბექ აქციას სთავაზობს
ქართველი სტომატოლოგებისა და სტუდენტებისთვის PSP-ს ექსკლუზიური პარტნიორის, იტალიური ბრენდის Curasept-ის ერთობლივი ღონისძიებები ჩატარდა