ირაკლი კობახიძე - სანქციების დაწესება უკრაინის ხელისუფლების მძიმე მდგომარეობაზე მეტყველებს

დღეს კიდევ უფრო მძიმეა უკრაინის ხელისუფლების მდგომარეობა, ეს გადაწყვეტილება ამ მძიმე მდგომარეობის გამოძახილია, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ უკრაინის მიერ დაწესებულ სანქციებთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, საქართველოს ხელისუფლება რჩება „უკრაინასთან ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში იმიტომ,რომ ჩვენთვის ძვირფასია ჩვენი მეგობარი ქვეყანა და უკრაინელი ხალხი“.

„ოფიციალური ცნობა ჩვენ ჯერჯერობით ვარ მიგვიღია. ერთი სიის პრინციპი ეს კიდევ ნაკლებად საინტერესოა. სანქციების დაწესება არის თავისთავად ისეთი მოვლენა, რაც უკრაინის ხელისუფლების მძიმე მდგომარეობაზე მეტყველებს. გახსოვთ, თავის დროზე 2022 წლის 1-ელ მარტს უკრაინის ხელისუფლებამ გაიწვია საქართველოდან ელჩი ორი საბაბით: პირველი იყო ის, რომ ჩვენ არ დავაწესეთ სანქციები და არ ჩამოვაქციეთ საკუთარი ეკონომიკა, სხვათა შორის, მოლდოვამაც არ დააწესა სანქციები, მაგრამ მოლდოვიდან ელჩი არავის გაუწვევია. მეორე იყო ის, რომ ჩვენ უკრაინაში მთავრობის ოფიციალური თანხმობით არ გავგზავნეთ მოხალისეები, მებრძოლები. ამ ორი საბაბით, თავის დროზე, უკრაინის ხელისუფლებამ 2022 წლის 1-ელ მარტს საქართველოდან ელჩი გაიწვია. აქედან გამოჩნდა რეალურად რაც იყო განზრახვა. იყო ასეთი გეგმა, რომ უნდა გახსნილიყო არა ერთი ფრონტი, არამედ ორი ფრონტი. რა თქმა უნდა, ამის გაგრძელება იყო ის გადაწყვეტილება, რომელიც თავის დროზე უკრაინის ხელისუფლებამ მიიღო. ამას მოჰყვა შემდეგ პირდაპირი მოწოდებები. პრეზიდენტის მთავარი მრჩეველი გამოდიოდა და პირდაპირ მოგიწოდებდა „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ. საუბარია უმაღლესი თანამდებობის პირებზე. მუდმივად გრძელდებოდა ეს პროცესი. შემდეგ გამოაძევეს ჩვენი ელჩი უკრაინიდან. ის კაცი, რომელსაც ერთი დღით არ დაუტოვებია კიევი ომის დაწყების დღიდან. გამოაძევეს იმიტომ, რომ „რუსეთი ჩვენი ხელით“ კლავდა სააკაშვილს წამებით საქართველოში. თავადაც შეგიძლიათ იმსჯელოთ ამ ყველაფერზე. დღეს კიდევ უფრო მძიმეა უკრაინის ხელისუფლების მდგომარეობა. ეს გადაწყვეტილება ამ მძიმე მდგომარეობის გამოძახილია. საინტერესო არის ის, რომ უკრაინის ხელისუფლება ასეთი გადაწყვეტილების მიღების დროს დამოუკიდებელი არ არის. საბოლოდ, მთავარი არის ის, რომ ვიღაცები ცდილობენ აშშ-ში ახალ ადმინისტრაციას ჩვენს რეგიონს მაქსიმალურად მძიმე მდგომარეობა დაუტოვონ და ამ სცენარის ნაწილია, მათ შორის უკრაინის და საქართველოს ხელისუფლებას შორის ურთიერთობების ხელოვნურად გაუარესება. ეს არის თავიდან ბოლომდე ამ სცენარის შემადგენელი ნაწილი. ჩვენთვის მთავარია, რომ ვრჩებით უკრაინასთან ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში იმიტომ, რომ ჩვენთვის ძვირფასია ჩვენი მეგობარი ქვეყანა და უკრაინელი ხალხი. აქედან გამომდინარე, რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს უკრაინის ხელისუფლებამ, ჩვენ ვრჩებით ამ ქვეყნის და ამ ხალხის ერთგული. სოლიდარული ვართ ამ ქვეყნის და ამ ხალხის მიმართ“, - განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, უკრაინამ სანქციები დაუწესა ბიძინა ივანიშვილს და კიდევ 18 პირს, რომელთა შორის არიან: კახა კალაძე, ირაკლი კობახიძე, გრიგოლ ლილუაშვილი, ვახტანგ გომელაური, მამუკა მდინარაძე და ირაკლი ქარსელაძე.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
ანდრო გოცირიძე - საქართველოს შეუძლია რუსეთის წიაღს დაუბრუნდეს, ოღონდ, რუსეთის მიერ აღიარებული „სახელმწიფოების“ გარეშე, ეს არის ის ფორმულა, რასაც რუსეთი საქართველოს ოფიციალურად სთავაზობს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.04.2025
„ამბასადორი აილენდ ბათუმის" მიმართ ინტერესმა დუბაის უძრავი ქონების საერთაშორისო გამოფენაზე მოლოდინს გადააჭარბა
„ვისოლი“ ციფრული ტრანსფორმაციის ახალ ეტაპზე გადადის
Touch Plarform-ის ორგანიზებით, თბილისში რიგით მეორე საერთაშორისო ციფრული დიზაინ ფესტივალი Touch RGB გაიმართება
სილქნეტის აქცია: თემატური სპორტული პაკეტები დამატებითი გადასახადის გარეშე
საბანკო ასოციაციის რჩევები კიბერუსაფრთხოებისთვის დღესასწაულების წინ
სააღდგომო შეთავაზებები სილქნეტის მომხმარებლებისთვის