ირაკლი კობახიძე - ჩვენ ვაჩვენეთ, რომ ამ 4 წლის განმავლობაში თვისებრივად განვამტკიცეთ საქართველოს სახელმწიფოებრიობა და მომავალშიც ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას იმაზე, რომ ჩვენი ქვეყნის განვითარების ეს ასპექტი კიდევ უფრო მეტად განმტკიცდება

ჩვენ ვაჩვენეთ, რომ ამ ოთხი წლის განმავლობაში თვისებრივად განვამტკიცეთ საქართველოს სახელმწიფოებრიობა და რა თქმა უნდა, მომავალშიც ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას იმაზე, რომ ჩვენი ქვეყნის განვითარების ეს ასპექტი კიდევ უფრო მეტად განმტკიცდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

პრემიერის თქმით, საქართველო არის და დარჩება ძლიერ, დამოუკიდებელ და სუვერენულ სახელმწიფოდ.

„ჩვენ ვაჩვენეთ ჩვენი სახელმწიფოებრიობა, ვაჩვენეთ ის, რომ ამ ოთხი წლის განმავლობაში თვისებრივად განვამტკიცეთ საქართველოს სახელმწიფოებრიობა და რა თქმა უნდა, მომავალშიც ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას იმაზე, რომ ჩვენი ქვეყნის განვითარების ეს ასპექტი კიდევ უფრო მეტად განმტკიცდება. საქართველო არის სახელმწიფო და საქართველო დარჩება ძლიერ, დამოუკიდებელ და სუვერენულ სახელმწიფოდ“, - განაცხადა პრემიერმა.

მისივე თქმით, გაგრძელდება ქვეყნის მშვიდობიანი და სტაბილური განვითარება.

კობახიძის განცხადებით, ლარის კურსმა უკვე დაიწყო დასტაბილურება და ეკონომიკის განვითარებას არავითარი საფრთხე არ ემუქრება.

„გაგრძელდება ჩვენი ქვეყნის მშვიდობიანი და სტაბილური განვითარება. თქვენ იცით, რომ ასეთი პროცესები მოკლევადიან რყევებს იწვევს ხოლმე, ბუნებრივია. ხედავდით, რომ იყო მოკლევადიანი გავლენა ლარის კურსზე, თუმცა, როგორც კი ძალადობა დასრულდა, მაშინვე დაიწყო კურსის ქვემოთ ჩამოსვლა და დღეს ხედავთ, რომ უკვე რამდენიმე თეთრით არის ქვემოთ ჩამოსული ის კურსი, რომელიც ზემოთ ავიდა რამდენიმე დღის განმავლობაში. ეს ყოველ ჯერზე ასე ხდებოდა. ჩვენ ამ 4 წლის განმავლობაში, გამოვიარეთ „ნაცმაიდნის“ 4 მცდელობა და თითოეული მცდელობის პირობებში კურსი ადიოდა ზემოთ, თუმცა როგორც კი და დასტაბილურდებოდა ვითარება, მაშინვე ჩამოდიოდა კურსი ქვემოთ და აქაც ვხედავთ იმავე ვითარებას.

ეკონომიკის სტაბილურ განვითარებას, რა თქმა უნდა, არავითარი საფრთხე არ ემუქრება. ჩვენ, წელს, გვაქვს 10 თვის მონაცემებით 10 %-იანი ზრდის მაჩვენებელი, პირველ ადგილზე ვართ ევროპასა და ფართო რეგიონში და წლის ბოლომდე ძალიან მაღალი მაჩვენებლით მივალთ. რა თქმა უნდა, გაგრძელდება მომავალ წელსაც სწრაფი ეკონომიკური ზრდა“, - განაცხადა პრემიერმა.

ახმედ ალილი - სამხრეთ კავკასიაში დაწყებულია უსაფრთხოების ახალ არქიტექტურის ფორმირება - ჩვენ ახლა უსაფრთხოების ახალი სტრუქტურის არქიტექტურას ფორმირების არა შუა გზაზე, არამედ მხოლოდ დასაწყისში ვიმყოფებით
ქართული პრესის მიმოხილვა 12.02.2026
როგორ ნერგავს Merlons-ი ევროპული ცხოვრების სტანდარტს საქართველოში
m²-მა და LIB.GE-მ ღონისძიებების სერია - „გაბედე“ წარადგინა
სპორტული მენეჯმენტის ახალი ერა საქართველოში: Johan Cruyff Institute საერთაშორისო კურსები თბილისში
უსაფრთხო ინტერნეტი: რჩევები საბანკო ასოციაციისგან მშობლებს, მოზარდებსა და სკოლებს
„არქის“ თანაორგანიზებით უძრავი ქონების საერთაშორისო ფორუმი ჩატარდა
„ლისი დეველოპმენტმა“ საუკეთესო წლიური ანგარიშისა და გამჭვირვალობის ჯილდო მოიპოვა
კულტურისა და სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლები როუმინგში GLOBALCELL-ის უფასო ინტერნეტით ისარგებლებენ