სტრასბურგის სასამართლო საქმეზე „კეზერაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

სტრასბურგის სასამართლო საქმეზე „კეზერაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.

"გაფლანგვის ბრალდებაზე თავდაცვის ყოფილი მინისტრის გამამართლებელი განაჩენის გაუქმება უსამართლო არ იყო. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე „კეზერაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ ერთხმად დაადგინა რომ ადგილი ჰქონდა: ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის დარღვევას (სამართლიანი სასამართლოს უფლება) უზენაესი სასამართლოს ობიექტური მიუკერძოებლობის არარსებობის გამო, - ამის შესახებ სასამართლოს პრესრელიზშია აღნიშნული.

სასამართლოს ინფორმაციით, ამასთან, კეზერაშვილთან დაკავშირებით არ დარღვეულა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი და მესამე პუნქტები (სამართლიანი სასამართლოს უფლება) უზენაესი სასამართლოს მიერ ქვედა ინსტანციების სასამართლოების მიერ განმცხადებლის გამამართლებელი განაჩენის გაუქმების გამო.

პრესრელიზში აღნიშნულია, რომ საქმე „კეზერაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ ეხებოდა სამართალწარმოების მთელ რიგს, რომელშიც თავდაცვის ყოფილი მინისტრი, დავით კეზერაშვილი გაასამართლეს და საბოლოოდ დაუსწრებლად დამნაშავედ სცნეს გაფლანგვისთვის.

სასამართლოს პრესრელიზის თანახმად, სასამართლომ მიიჩნია, რომ არაფერი მიუთითებდა იმაზე, რომ მოსამართლე შ.თ.-მ აჩვენა პირადი მიკერძოება შესაბამის სამართალწარმოებაში. თუმცა, რაც შეეხება ობიექტურ მიუკერძოებლობას, სასამართლომ მხედველობაში მიიღო „გენერალური პროკურატურის იერარქიული სტრუქტურა საქართველოში, გენერალური პროკურორის მნიშვნელოვანი როლი და ფართო უფლებამოსილებები შესაბამისი შიდა კანონმდებლობის მიხედვით და პოლიტიკურად მგრძნობიარე კონტექსტის აქტუალობა გახმაურებულ სასამართლო პროცესებში“.

„არ შეიძლება იმის არ შემჩნევა, რომ როგორც კი შ. თ. დაინიშნა გენერალურ პროკურორად, იგი პასუხს აგებდა პროკურატურის მიმდინარე საქმიანობებზე, მათ შორის განმცხადებლის გახმაურებულ საქმესთან დაკავშირებით. მისი ჩართვა მოსამართლეთა შემადგენლობაში, რომელმაც მოგვიანებით განიხილა განმცხადებლის საქმე, ასეთ პირობებში საკმარისი იყო უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების ობიექტურ მიუკერძოებლობაზე ეჭვის შეტანისთვის. ამიტომ ადგილი ჰქონდა მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტის დარღვევას ობიექტური მიუკერძოებლობის არარსებობის გამო“, - აღნიშნულია სასამართლოს პრესრელიზში.

რაც შეეხება განმცხადებლის საჩივარს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების დასაბუთებასთან დაკავშირებით, პრესრელიზის თანახმად, სასამართლომ გაითვალისწინა ის ფაქტი, რომ მის მიერ ამ სასამართლოს წინაშე წამოყენებული მთავარი არგუმენტი განხილული იყო, თუნდაც არაპირდაპირ. კერძოდ, განმცხადებელი ამტკიცებდა მთელი პროცესის განმავლობაში, რომ არ შეიძლებოდა პასუხისგებაში მიეცათ გაფლანგვისთვის, რადგანაც გარკვეული წვრთნა ნამდვილად ჩატარდა, რაც დასტურდება მოწმეების ჩვენებებით.

„უზენაესმა სასამართლომ განიხილა ეს, მაგრამ მიიჩნია, რომ მოწმის ჩვენებები არარელევანტური იყო იმის დასადგენად, განხორციელდა თუ არა ხელშეკრულება. ამასთან დაკავშირებით სასამართლომ ხაზგასმით აღნიშნა შესაბამისი დოკუმენტების არარსებობა - საბოლოო კვარტალური ანგარიში და მიღება-ჩაბარების აქტი, რომელიც უნდა დადებულიყო თავდაცვის სამინისტროსთან სასწავლო პროგრამის დასრულების შემდეგ - რაც უზენაესმა სასამართლომ მიიჩნია განმცხადებლის საბრალდებო განაჩენის გამამართლებელ ელემენტად, მომჩივანს არ გაუსაჩივრებია მის წინააღმდეგ წარმოების არც ერთ ეტაპზე“, - აღნიშნულია პრესრელიზში.

სასამართლოს განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ უზენაესი სასამართლოს მიდგომა, შესაძლოა, ღია იყო გარკვეული კრიტიკისთვის, გადაწყვეტილების და მასში მოყვანილი მიზეზების განხილვის შემდეგ, სასამართლომ არ დაადგინა, რომ დასკვნები იყო თვითნებური ან აშკარად დაუსაბუთებელი იმ დონემდე, რომ შელახულიყო სამართალწარმოების სამართლიანობა ან გამოეწვია „სამართლიანობის უარყოფა“. მან დაასკვნა, რომ ადგილი არ ჰქონია მე-6 მუხლის 1-ლი და მე-3 პუნქტების დარღვევას იმის გამო, რომ უზენაესი სასამართლომ გააუქმა განმცხადებლის გამამართლებელი განაჩენი წერილობითი წარმოების გზით.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე