მაკა ბოჭორიშვილი - ჩემი ქვეყანა გახდა საერთაშორისო ნორმების დარღვევის ერთ-ერთი პირველი მსხვერპლი, რასაც შედეგად რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტის ოკუპაცია მოჰყვა

დღეს ის პრინციპები, რომლებზეც ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციაა დაფუძნებული, სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას. ჩემი ქვეყანა გახდა საერთაშორისო ნორმების დარღვევის ერთ-ერთი პირველი მსხვერპლი, რასაც შედეგად რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის 20%-ის ოკუპაცია მოჰყვა, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა მალტაში, ეუთოს მინისტრთა საბჭოს 31-ე შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ინფორმაციას საგარეო უწყება ავრცელებს.

ბოჭორიშვილის თქმით, სწორედ საქართველოში რუსეთის აგრესიული ქმედებების გაგრძელებაა უკრაინაში მიმდინარე ომი, რომელიც უდიდეს საფრთხეს უქმნის ევროპის უსაფრთხოებას.

მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთი განაგრძობს საქართველოს განუყოფელი ნაწილების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის უკანონო ოკუპაციას საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპებისა და ნორმების უხეში დარღვევით.

მან ყურადღება გაამახვილა რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში უსაფრთხოების, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული თვალსაზრისით არსებულ რთულ ვითარებაზე და აღნიშნა, რომ კვლავ არ სრულდება 2008 წლის ევროკავშირის შუამავლობით დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება.

საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა ოკუპირებულ ტერიტორიებზე საერთაშორისო უსაფრთხოებისა და დამკვირვებელთა მექანიზმების არსებობის მნიშვნელობას.

საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ასევე ისაუბრა კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკისა და საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერის კონსოლიდაციის აუცილებლობაზე. ამ კონტექსტში, მან ყურადღება გაამახვილა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მნიშვნელოვან როლზე.

„საქართველო აფასებს პარტნიორების მხარდაჭერას ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიულ მთლიანობის მიმართ. მნიშვნელოვანია, რომ რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მოგვარების მშვიდობიანი გზების ძიება აქტიურად იყოს საერთაშორისო დღის წესრიგში”, - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!
21-23 სექტემბერს „ბიბლუსში“ „თან საკითხავის“ სერიაზე 50%-იანი ფასდაკლება გელოდებათ