კახა კალაძე - პირდაპირ უნდა ითქვას, რომ უცხოური ძალა აფინანსებდა საქართველოში სახელმწიფო გადატრიალებას მოსყიდული აგენტურის ხელით

თბილისის მერის შეფასებით, აქციების ძალადობრივი მხარე იმართებოდა იმ ორგანიზაციებიდან და პარტიებიდან, რომლებიც ფინანსდებიან უცხოეთიდან.

ამის შესახებ კახა კალაძემ სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში ისაუბრა.

მისივე თქმით, „გამჭვირვალობის კანონის“ მიღება აუცილებელი იყო იმისთვის, რომ ქვეყანაში არეულობის წყაროდ ქცეული რადიკალური ორგანიზაციების ფინანსები გამხდარიყო საჯარო.

„დღეს უკვე ცხადი გახდა ყველასთვის, რომ აქციის ძალადობრივი მხარე იმართებოდა იმ ორგანიზაციებიდან და პარტიებიდან, რომლებიც პირდაპირ ფინანსდებიან უცხოეთიდან. როგორც კი მათ ხელიდან გამოეცალათ ძალადობის ინსტრუმენტები, აქცია მაშინვე გახდა მშვიდობიანი. შესაბამისად, სამართალდამცავების მხრიდან რეაგირებაც აღარ გახდა საჭირო.

მახსოვს, როდესაც „გამჭვირვალობის კანონი“ მივიღეთ, ბევრი ჩვენი მოქალაქე სვამდა კითხვას: რატომ გახდა საჭირო ამ კანონის ამოქმედება? მეგობრებო, აი, ამიტომ იყო საჭირო და აუცილებელი „გამჭვირვალობის კანონის“ მიღება, რათა იმ რადიკალური და ძალადობრივი ორგანიზაციების ფინანსები გახდეს საჯარო, რომლებიც ქვეყანაში მუდმივად არიან არეულობის, დაპირისპირების, საზოგადოების გახლეჩის წყარო, რაც კატეგორიულად მიუღებელია. მაშინ ამას მოყვა მწვავე რეაქცია ე.წ. მეგობრების მხრიდან, რაც ყველამ ვიხილეთ - წარმოუდგენელი მასშტაბის ზეწოლა, მუქარა და ცილისწამება. თითქოს ეს კანონი იყო ანტიდემოკრატიული, რაც დღემდე ვერავინ ახსნა და გვაშორებდა ევროპულ ღირებულებებს. შემდეგ დაიწყო მუქარა მოლაპარაკებების გაჩერების, ხელისუფლების წარმომადგენლების დასანქცირების შესახებ. მიზანი გახლდათ ისევ და ისევ ქაოსი, არეულობა, რევოლუციური მუხტის შექმნა. პირდაპირ უნდა ითქვას, რომ უცხოური ძალა აფინანსებდა საქართველოში სახელმწიფო გადატრიალებას მოსყიდული აგენტურის ხელით“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ავთანდილ  წულაძე - ხელისუფლება ცდილობს, თავიდან აირიდოს კონფლიქტები იმ დიდ ქვეყნებთან, რომლებიც სამხრეთ კავკასიაში გავლენისთვის ერთმანეთს ეჯიბრებიან, თუმცა, მათ შორის ნეიტრალიტეტის შენარჩუნება პერსპექტივაში პრაქტიკულად შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 20.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა