სალომე ზურაბიშვილი - დაშორება ჩვენი საუკუნოვანი მიზნისგან და მიბრუნება რუსეთისკენ არის ის, რაც საზოგადოების გახლეჩას იწვევს - მე მონობის მხარეს ვერასდროს ვიქნები, ვერც შიდა და ვერც საგარეო პოლიტიკაში

მონობის მხარეს ვერასდროს ვიქნები, ვერც შიდა და ვერც საგარეო პოლიტიკაში , -ამის შესახებ პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „საზოგადოებრივ მაუწყებელთან“ ინტერვიუში განაცხადა.

როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, თუ საქართველო დაშორდება საუკუნოვან მიზანს, რასაც ევროკავშირში ინტეგრაცია ჰქვია და რუსეთისკენ მიბრუნდება, ეს საზოგადოების გახლეჩას გამოიწვევს.

„მე „ნაცებს“ ვებრძოდი, ვიდექი ქუჩაში ბოლომდე, როცა ბევრი დღევანდელი „ოცნების“ წევრი სწორედ „ნაციონალური მოძრაობის“ ან შიგნით იყო, ან მათ უჭერდა მხარს. სწორედ იმიტომ ვიყავი, რომ დემოკრატიის კუთხით არ იყო დამაკმაყოფილებელი ვითარება და ქვეყანა რეფორმების მერე, ნელ-ნელა ავტორიტარიზმისკენ მიდიოდა. ეს იყო ჩემთვის მიუღებელი იმიტომ, რომ დემოკრატიის გარეშე საქართველო ბოლომდე თავის თავს ვერ მონახავს, მაგრამ ახლა რაც ხდება, ბევრად უფრო დიდი იმედგაცრუებაა ჩემთვის და საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილისთვის, იმიტომ, რომ დაშორება ჩვენი საუკუნოვანი მიზნისკენ და რუსეთისკენ მიბრუნება, არის ის, რაც საზოგადოების გახლეჩას იწვევს. ძალიან მინდა, რომ ჩემი ბოლო პერიოდი გაერთიანება იყოს. გაერთიანება შეიძლება მოხდეს მხოლოდ, როცა ისევ გავერთიანდებით ერთადერთი მიზნის ირგვლივ. ჩვენი დემოკრატია, ჩვენი განვითარება და არა ჩვენი მონობაში დაბრუნება. ეს მიუღებელი იქნება და აქ მე ორივე მხარეს ვერ ვიქნები. მონობის მხარეს ვერასდროს ვიქნები, ვერც შიგნით და ვერც საგარეო პოლიტიკაში“,-განაცხადა ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს მომავალი არის სწორედ ევროკავშირი და ევროკავშირისკენ სვლა.

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, „ქართულმა ოცნებამ“ თავის ამომრჩეველს უღალატა.

„მე გამაერთიანებელი ვარ თუ არ ვარ, ვინ გაყო საზოგადოება? ეს არის პირველი კითხვა. მე ვარ ზუსტად იმ პოზიციაზე, რომელზეც ვიყავი, როცა ბატონმა ივანიშვილმა პრეზიდენტობა შემომთავაზა, როცა „ოცნებამ“ დეპუტატობაზე მხარი დამიჭირა. მე ვიყავი პროევროპული. მიმაჩნდა და მიმაჩნია 70 წელზე ცოტა მეტია, რომ საქართველოს ერთადერთი პერსპექტივა, ერთადერთი მომავალი არის სწორედ ევროკავშირი და ევროკავშირისკენ სვლა, დემოკრატია, თავისუფლება, ყველა ეს ღირებულება იყო ჩემი ოჯახის, ჩემი წინაპრების, ჩვენი საზოგადოების ოცნებაა. ვინც თავის ამომრჩეველს უღალატა, არის სწორედ ის ძალა, რომელიც დღეს არის ხელისუფლებაში, რომელიც საზოგადოებას დაჰპირდა, რომ დემოკრატია იქნებოდა და დღეს არის დაახლოებით ისე, როგორც სააკაშვილის დროს იყო ერთპარტიული. ერთპარტიული იმ გაგებით, რომ ახლა აბსოლუტურად ყველა ინსტიტუტი არის აბსოლუტურად ამ ერთი პარტიის ხელში. დაჰპირდა საზოგადოებას ევროპას, ევროინტეგრაციას და „ოცნებამ“ დაიწყო ელჩების ლანძღვა, ჩვენ პარტნიორებისგან დაშორება. დაპირებებისგან უკან დახევა“,-განაცხადა ზურაბიშვილმა.

ამასთან, მან აღნიშნა, რომ ხელისუფლებამ ევროკომისიის მიერ დათქმული რეკომენდაციები არ შეასრულა.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
ზვიად კორძაძე იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს
„ბაკურიანი” გიორგი მიქაუტაძესთან ერთად, ახალ ლიმიტირებულ შეფუთვას წარმოგიდგენთ
ვეტცელი 1908 - ბაზისბანკი თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის გასტრონომიური სახლის მხარდამჭერია
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა