პრეზიდენტი - პრემიერი, რომელმაც ვერ გადაწყვიტა კრიზისი და მხოლოდ ხალხის მიმართ მუქარა იცის, უნდა იყოს შეცვლილი - როგორც კი გადადგება პრემიერი, ორ კვირაში  არჩევნები უნდა დავნიშნო

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, უნდა შეიცვალოს პრემიერი, რომელმაც „ვერ გადაწყვიტა კრიზისი“ და მხოლოდ „ხალხის მიმართ მუქარა იცის“.

როგორც სალომე ზურაბიშვილმა "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ეთერში განაცხადა, მას შემდეგ, როდესაც პრემიერი გადადგება, ორ კვირაში პრეზიდენტმა უნდა დანიშნოს არჩევნები.

"პრემიერი, რომელმაც ვერ გადაწყვიტა კრიზისი და მხოლოდ ხალხის მიმართ მუქარა იცის და არანაირად პოლიტიკური კომპრომისის ძებნა, უნდა იყოს შეცვლილი და როგორც კი გადადგება პრემიერი, ორ კვირაში უნდა დავნიშნო არჩევნები.

ერთად უნდა იყოს მოლაპარაკებული, როგორ უნდა ჩატარდეს შემდეგი არჩევნები. ეს არის კომპრომისი, ეს არის დეპოლარიზაცია, ეს არის ქვეყნისთვის გამოსავალი, ეს არის სტაბილურობა, ეს არის მშვიდობა, ეს არის ქვეყნის მომავალი, რომელიც იქნება ურყევი, თავისუფალი და დემოკრატიული", - დასძინა პრეზიდენტმა.

ლევან ლორთქიფანიძე - ნისლი გაფანტულია - „ქართული ოცნების“ საგარეო და საშინაო პოლიტიკა სულ უფრო ცხადი და განსაზღვრული ხდება, ივანიშვილი საზოგადოებას უზარმაზარი მორალური კომპრომისისთვის ამზადებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა