შალვა პაპუაშვილი სალომე ზურაბიშვილზე - ვის არჩეულ პრეზიდენტს არ აღიარებს? მილიონ 120 ათასი ამომრჩევლის მანდატით არჩეულ პრეზიდენტს?

[სალომე ზურაბიშვილი] ვის არჩეულ პრეზიდენტს არ აღიარებს? მილიონ 120 ათასი ამომრჩევლის მანდატით არჩეულ პრეზიდენტს? - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, ქართველმა ხალხმა, 26 ოქტომბერს, მათ შორის, სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტის თანამდებობიდან გადაირჩია.

როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, სალომე ზურაბიშვილის განცხადებების მიუხედავად, ახალი პრეზიდენტის არჩევა მოხდება.

„ვის არჩეულ პრეზიდენტს არ აღიარებს? მილიონ 120 ათასი ამომრჩევლის მანდატით არჩეულ პრეზიდენტს? მან თავად დააყენა თავისი თავი ამ არჩევნებზე და ქართველმა ხალხმა, 26 ოქტომბერს, მათ შორის, სალომე ზურაბიშვილი გადაირჩია იმ თანამდებობიდან, რომელიც მას უკავია,“ - განაცხადა პაპუაშვილმა.

გარდა ამისა, მან სალომე ზურაბიშვილის ბოლოდროინდელი განცხადებები შეაფასა და აღნიშნა, რომ პრეზიდენტი სამარცხვინო განცხადებებს აკეთებს.

„სამარცხვინო განცხადებებია, მაგრამ არ გვიკვირს ეს ყველაფერი. რამდენიმე დღე დარჩა იქამდე, რომ მას უფლებამოსილება ამოეწუროს და რაღაცნაირად ეს დღეები ასე უნდა გადავიტანოთ. რაც შეეხება ბავშვების ჩართვაზე საკითხს - სამარცხვინო იყო ის, რომ ქალბატონი სალომე პირდაპირ მოუწოდებდა ბავშვებს, მოსწავლეებს, რომ ჩართულიყვნენ იმ ძალადობრივ აქციებში, რომელსაც ვხედავდით, რა პასუხისმგებლობაზე შეიძლება საერთოდ ისაუბროს ადამიანმა, როდესაც ვხედავთ ასეთ მავნებლურ მოწოდებებს. ამის გამომჟღავნება ჩვენ ხომ ვნახეთ. ვნახეთ სკოლებში შევარდნილი ოპოზიციური პარტიები, ბავშვების ტერორი სკოლებში, რომელსაც არ ერიდება რადიკალური ოპოზიცია და მათი ე.წ. ცნობადი აქტივისტები. ასეთი რამე არ მომხდარა საქართველოში არასდროს. რასაც ოპოზიცია და მისი მხარდამჭერები ბოლო პერიოდია აკეთებენ ეს არის საერთოდ გადაშლა იმ კულტურისა, მათ შორის პროტესტის კულტურისა, რომელიც საქართველოში არსებობს. ჩვენ ვნახეთ 2023 წელს პირველად გამოყენებული „მოლოტოვის კოქტეილი“. უცხოეთიდან ამის არ დაგმობამ და ქალბატონი სალომეს მიერ დამნაშავის შეწყალებამ რა გამოიწვია?! 2023 წელს, იმ ერთ გასროლილ „მოლოტოვის კოქტეილს“ ვნახეთ რა მოჰყვა ახლა, რამდენჯერ ისროლეს და როგორ ჰქონდათ პარტიის ოფისებში დასაწყობებული, გამზადებული „მოლოტოვის კოქტეილები“. ეს შედეგი მოაქვს მათ რადიკალიზმს. ასევე, ჩვენ ვნახეთ, რომ პირველად, ბავშვებს სკოლებში შეუვარდნენ, ატერორებენ ბავშვებს. ამას აკეთებენ ევროპის სახელით და ამაზე ევროპა დუმს,“ -განაცხადა პაპუაშვილმა.

პეტერ ფიშერი - ჩვენ არ ვართ რეჟიმის შემცვლელი აგენტები, არ გვადარდებს, ვინ მართავს საქართველოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.02.2026
მარინე ჩიტაშვილი - რეალურად, არ იქმნება საშუალება, რომ კვლევაზე დაფუძნებული სწავლება განვითარდეს, ეს საქართველოს მასშტაბით ერთდროულად უმაღლესი განათლების და კვლევითი პოტენციალის მკვლელობაა
სილქნეტის აქცია ვალენტინობაზე: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად
პირველი ფაზის ბოლო შეთავაზება „თბილისის აკრებში“
სტუდიო ლიბერთი ვადიანი ტიპის ანაბრებზე ახალ კამპანიას იწყებს
მორიგი საერთაშორისო აუდიტი GM PHARMA-ში წარმატებით დასრულდა, რაც ევროპის ბაზარზე პოზიციების განმტკიცებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის
სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო