ირაკლი კობახიძე - სალომე ზურაბიშვილს მთლიანად აყარეს ღირსება, როგორც კი მან დათმო საკუთარი დამოუკიდებლობა, როგორც კი გახდა უცხოელი აგენტი

სალომე ზურაბიშვილს მთლიანად აყარეს ღირსება, როგორც კი მან დათმო საკუთარი დამოუკიდებლობა, როგორც კი გახდა უცხოელი აგენტი, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილს „უკვე სამი პარასკევი აქვს დარჩენილი“.

„ეს ქალბატონი აქტუალური აღარაა. დღევანდელ დღეს თუ გამოვაკლებთ, სამი პარასკევი აქვს უკვე დარჩენილი, მას უფლებამოსილების ვადა მალე ამოეწურება. სალომე ზურაბიშვილიც არის კარგი მაგალითი იმის, თუ რას უშვრება ლიბერალური ფაშიზმი ადამიანებს. ამ ადამიანს თავიდან ბოლომდე ჩამოუშალეს ღირსება. პირდაპირ ჩართეს დეზინფორმაციულ კამპანიაში; პირდაპირ ჩართეს კამპანიაში, საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ და პირდაპირ ჩართეს ლიბერალურ ფაშიზმში; პირდაპირ ჩართეს სკოლებთან დაკავშირებულ კამპანიაში. როგორც არ უნდა უარყოს მან ამ კამპანიაში ჩართულობა, საჯარო სივრცეში დევს მისი პოსტი, სადაც ის აცხადებდა იმას, რომ სტუდენტები იყვნენ ჩართული აქციებში და ახლა იყო სკოლების ჯერი. ის საუბრობდა ძალადობრივ აქციებზე, რომლებიც იმართებოდა თბილისის ქუჩებში. მან სკოლის ბავშვებს პირდაპირ მოუწოდა, ჩართულიყვნენ ძალადობრივ აქციებში, რაც არის უბრალოდ წარმოუდგენელი მოვლენა, თუმცა როცა ღირსებას აგყრიან, იქ შენგან არავითარი ასეთი ნაბიჯი არ არის გასაკვირი. რაც დამართეს სალომე ზურაბიშვილს, მას მთლიანად აყარეს ღირსება, როგორც კი მან დათმო საკუთარი დამოუკიდებლობა, როგორც კი გახდა უცხოელი აგენტი, მაშინვე ბოლომდე აყარეს ღირსება და ჩართეს სრულიად ამორალურ კამპანიებში. ჩვენ შეგვიძლია მას თანავუგრძნოთ ამ თვალსაზრისით. რაღაც მომენტში მან ხელი მოაწერა და ხელმოწერის შემდეგ უკან გზა არ არსებობს. როცა ხდები უცხოელი აგენტი, იძულებული ხარ, რომ ნებისმიერი დავალება შეასრულო თვალდახუჭულმა. ასე მოხდა სკოლების მიმართ კამპანიის შემთხვევაში. ის პირდაპირ ჩართეს სრულიად ამორალურ კამპანიაში.

მას არ აქვს დამოუკიდებლობა, ის არის უცხოელი აგენტი. რასაც დაავალებენ, იმას ამბობს. ნებისმიერი ტყუილი შეიძლება იკადროს. მას კი არ უხარია ასეთი რამ, უბრალოდ, როცა ხარ უცხოელი აგენტი, რასაც დაგავალებენ, ის უნდა გააკეთო. გეტყვიან, რომ უნდა თქვა ტყუილი, უნდა თქვა ტყუილი. გეტყვიან, რომ სკოლის ბავშვები უნდა ჩართო ძალადობაში - უნდა ჩართო. ეს არის უცხოელი აგენტის ხვედრი. ვისი აგენტიც არ უნდა იყოს, პირდაპირ უკარგავს ადამიანს ღირსებას. რაც კარგად არის წარმოჩენილი სალომე ზურაბიშვილის შემთხვევაში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
ზვიად კორძაძე იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს
„ბაკურიანი” გიორგი მიქაუტაძესთან ერთად, ახალ ლიმიტირებულ შეფუთვას წარმოგიდგენთ
ვეტცელი 1908 - ბაზისბანკი თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის გასტრონომიური სახლის მხარდამჭერია
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა