„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლოში მყოფი ლევან ხაბეიშვილისთვის გაურკვეველი პირი სასამართლო უწყების ჩაბარებას ცდილობდა, თუმცა დოკუმენტი ხაბეიშვილმა არ ჩაიბარა

„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარეს, ლევან ხაბეიშვილს, რომელიც სასამართლოში იმყოფება, გაურკვეველმა პიროვნებამ, რომელსაც არანაირი მაიდენტიფიცირებელი საბუთი არ ჰქონდა, სასამართლო უწყება მიუტანა.

ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, ლევან ხაბეიშვილმა სასამართლო უწყება არ ჩაიბარა, რადგან აღნიშნული პიროვნების იდენტიფიცირება ვერ ხდება.

„არც საბუთი ჰქონდა, არც პირადობა, რაღაც გაურკვეველ საბუთებს მაბარებდა და ცხადია, არ ჩავიბარე. ნურაფრის გეშინიათ, ქუჩაში ერთად უნდა დავდგეთ, თუ ვინმეს აქვს გასაქცევად და შესაშინებლად საქმე, ეს არის ივანიშვილი და მისი რუსული რეჟიმი. მაქსიმალურად უნდა, რომ იტრიალოს ნიუსებმა - გვარამია დააპატიმრეს, ელისაშვილს აპატიმრებენ, ხაბეიშვილს უწყებას აბარებენ, სამოქალაქო აქტივისტებს დევნიან, მსახიობებს იჭერენ. უნდათ, სულ თავდაცვაში ვიყოთ, მაგრამ რეალურად, თავი ივანიშვილმა უნდა დაიცვას”, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე