ალეკო ელისაშვილი მოსამართლეს - თქვენი საქმის თქვენ იცით, დამიჭერთ ორი თვით? დამიჭირეთ - ვინმემ მითხრა, მოდი დაკითხვაზე? არა! ისე მხეცურად უნდა დავეკავებინეთ, ცემა-ტყეპით, წიხლებით რომ შემდგნენ?

თქვენი საქმის თქვენ იცით, დამიჭერთ ორი თვით? დამიჭირეთ, - ასე მიმართა „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა მოსამართლე თამარ მჭედლიშვილს.

ელისაშვილმა სხდომაზე ისაუბრა იმ დღეზე, როდესაც სასტუმრო „ ქორთიარდ მერიოტში” ოპოზიციის შეხვედრის დასრულების შემდგომ ის პოლიციამ „ქართული ოცნების“ წევრ, ალი ბაბაევთან დაპირისპირების გამო დააკავა.

„ჯერ ერთი, მე არსად არ ვიმალები. ოპოზიციის წინასწარ გამოცხადებულ ღონისძიებაზე ვიყავი მისული. ისეთ ადგილას იყო ეს ღონისძიება, სადაც სპეცრაზმით იყო სავსე. წინა დღეს მე დავინახე, რომ სახლთან მითვალთვალებდნენ, ვიცოდი, რომ ჩემ დაკავებას აპირებდნენ, ისიც ვიცოდი და ვგრძნობდი, რომ აშკარად დამაკავებდნენ „მერიოტში“, მაგრამ ავდექი და წავედი. იმდენად ვიყავი დარწმუნებული, რომ წინასწარ ჩემ ახლობელს დავუტოვე ტელეფონი და საფულე.

მე ვარ კანონის პატივისმცემელი ადამიანი. ვინმე შემეხმიანა და მითხრა, მოდი დაკითხვაზე? არა! ისე მხეცურად უნდა დავეკავებინეთ, ცემა-ტყეპით, წიხლებით რომ შემდგნენ?“ - განაცხადა ელისაშვილმა და აღნიშნა, რომ დაკავების მიზეზზე პოლიციას მისთვის „ერთი სიტყვაც კი არ უთქვამს“.

„ცემა-ტყეპით და გინებით წამათრიეს, რუსების აგენტი ხარო და რაღაცებს მეძახდნენ“, - განაცხადა ელისაშვილმა და დასძინა, რომ მისი დაკავება და მომხდარი, „წინასწარ დაგეგმილი ამბავი იყო“.

ამასთან, მან ისაუბრა ალი ბაბაევთან დაკავშირებითაც.

„წარმოდგენა არ მქონდა, რომელ პარტიაში იყო ბაბაევი. არამზადად ვიცნობდი ყოველთვის. მე მასთან მქონდა ძალიან მძიმე ფაქტები, როცა შეწყალების კომისიის თავმჯდომარე ვიყავი, მოდიოდა. ვიღაცებთან რაღაც აშკარა კორუფციული ინტერესით მოდიოდა და ყოველთვის უარს ვეუბნებოდი“, - განაცხადა ელისაშვილმა და აღნიშნა, რომ ბაბაევი მასთან „რაღაც კორუფციული ინტერესით” მაშინაც მივიდა, როცა საკრებულოს წევრი იყო.

ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე