ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებმა ტურიზმის ადმინისტრაციის შენობიდან პარლამენტამდე მსვლელობა გამართეს და აქციას შეუერთდნენ

ტურიზმის სფეროს წარმომადგენლები პარლამენტის წინ მიმდინარე აქციას შეუერთდნენ.

ისინი ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან შეიკრიბნენ და რუსთაველის გამზირამდე ბანერებით საპროტესტო მსვლელობა მოაწყვეს.

ისმის შეძახილები: "ტურიზმი დგას ერთად!" "გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს!"

ამ დროისთვის რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა შეწყვეტილია.

სამართალდამცველები მობილიზებულები არიან ჩიტაძისა და ჭიჭინაძის ქუჩებზე და კორდონის მეშვეობით გზა აქვთ გადაკეტილი.

ვიტალი ბალა - პრობლემა ისაა, რომ ზელენსკის მიმართ ნდობა ეცემა, რჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები სამხრედროებს უფრო ხელს უშლიდნენ, ვიდრე ეხმარებოდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა