ადვოკატი - საგამოძიებო ორგანომ ვერ გაბედა თავხედობა, ანდრო ჭიჭინაძისთვის ძალადობის ორგანიზება დაებრალებინა, მონაწილეობას ედავებიან, ბრალი დაუსაბუთებელია

ხელისუფლებამ უნდა იცოდეს, რომ ანდრო ჭიჭინაძის მსგავსი პიროვნებების დაჭერით მხოლოდ საკუთარ სამარეს ითხრის იმიტომ, რომ პროტესტს არ ჰყავს ვინმე ორგანიზატორი, - ამის შესახებ მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის ადვოკატმა, თორნიკე მიგინეიშვილმა დიღმის იზოლატორის დატოვების შემდეგ განაცხადა.

ადვოკატის თქმით, ანდრო ყველაფრისთვის მზადაა და მადლობას უხდის საზოგადოებას მხარდაჭერისთვის.

„ანდროს შეფასებით, ეს არის ცნობილი ადამიანების გამოცლა იმ საზოგადო პროტესტიდან, რომელიც მიმდინარეობს ქუჩებში. იმ პროტესტისგან, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვანია დღეს. მისი აზრით, თუ მისნაირ ცნობილ ადამიანებს გამოაცლიან პროტესტს, ძალა გამოეცლება იმიტომ, რომ პროტესტს არ ჰყავს ორგანიზატორი.

ხელისუფლებამ უნდა იცოდეს, რომ ანდროსნაირი პიროვნებების დაჭერით მხოლოდ საკუთარ სამარეს ითხრის, იმიტომ, რომ ამ პროტესტ არ ჰყავს ვინმე ორგანიზატორი. ანდრო არის ყველაფრისთვის მზად და უდიდეს მადლობას უხდის ოჯახს და საზოგადოებას, რომელიც მხარს უჭერს“, - განაცხადა თორნიკე მიგინეიშვილმა.

როგორც ადვოკატმა, თორნიკე მიგინეიშვილმა განაცხადა, პროკურატურამ ვერ გაბედა ანდროსთვის ჯგუფური ძალადობის ორგანიზება დაებრალებინა და მას „მონაწილეობას ედავებიან“.

„საგამოძიებო ორგანომ ვერ გაბედა ასეთი თავხედობა, რომ უშუალოდ ორგანიზება დაებრალებინა ანდროსთვის. მონაწილეობას ედავებიან მას. ბრალი ამ შემთხვევაშიც ყველანაირად დაუსაბუთებელია, არანაირი მტკიცებულება ჩამონათვალში არ ჩანს, რაც არის, არის ძალიან ზოგადი. ვერ ვხვდებით რა მტკიცებულება შეიძლება წარმოადგინოს პროკურატურამ იმიტომ, რომ არანაირ უკანონო ქმედებას მისი მხრიდან არ ჰქონდა ადგილი.

ანდრო უდიდეს მადლობას უხდის საზოგადოებას მხარდაჭერისთვის, ის გრძნობს ამ მხარდაჭერას და ყველას ძალიან გთხოვთ, რომ ხვალ, როდესაც პროცესი იქნება, დარბაზიც და გარეთ ტერიტორიაც გავავსოთ, დავუჭიროთ კიდევ ერთხელ მხარი პოლიტპატიმარ ანდროს“, - განაცხადა ადვოკატმა.

ცნობისთვის, მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე გუშინ დააკავეს.

ემილ ავდალიანი - ახლო და საშუალოვადიან პერსპექტივაში ჰორმუზის სრუტის მეორეხარისხოვან მარშრუტად გადაქცევა პრაქტიკულად არარეალისტურია, ნაწილობრივ შემცირება, შესაძლებელია, მაგრამ არა სრულფასოვანი ჩანაცვლება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.08.2026
ახალი „ავტო სივრცე“ „ვისოლის“ აპლიკაციაში - მძღოლებისთვის საჭირო ყველა სერვისი ერთ APP-ში
Elite-ში Samsung-ის ახალი დასაკეცი ფლაგმანების Galaxy Z Fold8, Galaxy Z Fold8 Ultra და Galaxy Z Flip8  პრეზენტაცია გაიმართა
Sol De Janeiro უკვე  ოფიციალურად საქართველოშია - ბრაზილიური ზაფხული, ნებისმიერი სეზონისთვის
Galaxy Z სერიის უახლესი დასაკეცი სმარტფონების ინოვაციური ეპოქა - წინასწარი გაყიდვები 3 აგვისტოდან იწყება