პრეზიდენტი - ადამიანის ძირითადი უფლებების უხეში დარღვევები - გატაცებები, ცემა, უკანონო ჩხრეკა და დაპატიმრებები გრძელდება

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე განვითარებულ მოვლენებს საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ეხმაურება და აცხადებს, რომ ადამიანის ძირითადი უფლებების უხეში დარღვევები გრძელდება.

პრეზიდენტი დღეს განვითარებულ პროცესებს ტერორად და რეპრესიებად აფასებს.

„თავისუფლებისა და ევროპული მომავლისთვის მებრძოლი ქართველები მე-9 დღეს სასტიკი ტერორით და რეპრესიებით ხვდებიან.

ადამიანის ძირითადი უფლებების უხეში დარღვევები - გატაცებები, ცემა, უკანონო ჩხრეკა და დაპატიმრებები - გრძელდება”, - წერს პრეზიდენტი.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს
„ვისოლმა“ დუშეთში „ვიგოს“ ავტოგასამართი სადგური გახსნა
PSP საქართველოში 2026 მონაცემებითაც სააფთიაქო ბაზრის ლიდერია