მტკვრის სანაპიროზე დაპირისპირება იყო - აქციის მონაწილეები მსვლელობას გმირთა მოედნის მიმართულებით აგრძელებენ

აქციის მონაწილეები მტკვრის მარჯვენა სანაპიროდან გმირთა მოედნის მიმართულებით მსვლელობას მართავენ. მომიტინგეები ადგილზე აგებენ ხელოვნურ ბარიკადებს.

მანამდე სანაპიროზე აქციის მონაწილეებსა და გარკვეულ ჯგუფს შორის დაპირისპირება იყო. მოგვიანებით, მედიაში გავრცელდა კადრები, სადაც ჩანს სანაპიროზე გაჩერებული ჯიპის ტიპის 2 ავტომობილი, სწორედ აღნიშნული ავტომობილებიდან გადმოსული ადამიანები უპირისპირდებიან დემონსტრანტებს. ამასთან, მედიაში გავრცელებული კადრების ერთ-ერთ ეპიზოდში ჩანს პირი იარაღით. აღნიშნული პირები მოგვიანებით, ტერიტორიას ტოვებენ.

ცნობისთვის, აქციის მონაწილეებმა მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე გადაინაცვლეს, მას შემდეგ, რაც სპეცრაზმმა რუსთაველის გამზირზე აქცია დაშალა.

ვალერი ჩეჩელაშვილი - რუსეთმა თავისი მოქმედებებით, პრაქტიკულად, ხელი შეუწყო უკრაინის საკითხში ამერიკელებისა და ევროპელების პოზიციების დაახლოებას და ამავე საკითხში მათ შორის კოორდინაციას
ქართული პრესის მიმოხილვა 27.08.2026
„არდი“ და Amadeo ბიზნესების ფინანსური მართვის გასაძლიერებლად პარტნიორობას იწყებენ
Skillwill-ი Anthropic-ის Claude Partner Network-ს შეუერთდა - AI Literacy ყველა აკადემიური პროგრამის განუყოფელი ნაწილი იქნება