ადვოკატი - ანდრო ჭიჭინაძე ბრალს არ აღიარებს - ამბობს, რომ საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია

მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე, რომელიც ჯგუფური ძალადობის მონაწილეობის ბრალდებითაა დაკავებული, ბრალს არ აღიარებს.

აღნიშნულის შესახებ ჟურნალისტებს მისმა ადვოკატმა თორნიკე მიგინეიშვილმა განუცხადა.

როგორც ის განმარტავს, სასამართლო პროცესზე ჭიჭინაძის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვების შუამდგომლობას დააყენებს, ვინაიდან მას არანაირი დანაშაული არ ჩაუდენია.

„რაც წარმოდგენილია, ამის მტკიცებულებები ჯერ არაფერია შიგნით, გარდა იმისა, რაც მედიაში გავრცელდა, რაღაც ჯოხის მოქნევის კადრი, არც ჩანს ვის მოხვდა, სად მოხვდა, სად დავარდა, საქმეში არც დაზარალებულია, ფაქტობრივად, არანაირი მტკიცებულება არ არის. საინტერესოა, რა მტკიცებულებას წარმოადგენენ იმისთვის, რომ ასეთი მძიმე დანაშაული დაადასტურონ. ანდრო, რა თქმა უნდა, ბრალს არ აღიარებს, წარმოდგენილ ბრალს სრულად ემიჯნება, ამბობს, რომ ეს მხოლოდ პოლიტიკურად მოტივირებულია, ის მხნედაა, საზოგადოებას მადლობას უხდის.

სხვა აქტივისტებისგან განსხვავებით, ანდროს ნაწილში არც ძალადობას ჰქონია ადგილი და სახლის, პირადი ჩხრეკაც მშვიდ ვითარებაში ჩატარდა, რადგან ანდროს ხელი არ შეუშლია, მას უკანონობა არ ჩაუდენია და მის სახლშიც არანაირი კანონსაწინააღმდეგო მტკიცებულებები არ ინახებოდა",- განაცხადა მიგინეიშვილმა.

ცნობისთვის, ანდრო ჭიჭინაძეს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინა, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს. აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის