ნიკა გვარამია - სამშობლოს მოღალატე მონა მოსამართლეებო: პროცესებზე ნიღბებით იარეთ! - განსაკუთრებულად კი საკონსტიტუციო სასამართლოს ის შვიდი იუდა, ქვეყანა რომ ერთი ხელმოწერით გაყიდა!

სამშობლოს მოღალატე მონა მოსამართლეებო: პროცესებზე ნიღბებით იარეთ! მარბიელ პოლიციელებზე უარესი სისხლისმსმელები და მოღალატეები სწორედ თქვენ ხართ! და, განსაკუთრებულად კი საკონსტიტუციო სასამართლოს ის შვიდი იუდა, ქვეყანა რომ ერთი ხელმოწერით გაყიდა! - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ლიდერი, ნიკა გვარამია „ფეისბუქზე“ წერს.

ნიკა გვარამიას თქმით, ყველა პატრიოტს სოლიდარობას უცხადებს.

შეკითხვა დავუსვათ საკუთარ თავს: ბოლო დღეებში რამდენი პოლიციელი გვინახავს უნიღბოდ? დარბევისას კი არა, ისე, ზოგადად, დღისით, მზისით? ჩხრეკასაც, მაგალითად, ნიღბიანები ან ნიღბიანების გარემოცვაში რატომ ატარებენ?

ამბავი იმაშია, რომ „ქოცობა“ ზოგადად ნიღაბია: ადამიანის პერსონალურ დონეზე - ვითომ ადამიანობის; ხელისუფლების დონეზე - ვითომ ხელისუფლების; პოლიციელის დონეზე - ვითომ პოლიციელობის და ა.შ.

„ქოცი“ არც ადამიანია, არც პოლიციელი, არც ხელისუფალი. „ქოცი“ არის სამშობლოს გამყიდველი და ვერანაირი ნიღაბი ვერ ფარავს ღალატს. ეგ ნიღაბი ჩამოხსნილია!

სამშობლოს მოღალატე მონა მოსამართლეებო: პროცესებზე ნიღბებით იარეთ! მარბიელ პოლიციელებზე უარესი სისხლისმსმელები და მოღალატეები სწორედ თქვენ ხართ! და, განსაკუთრებულად კი საკონსტიტუციო სასამართლოს ის შვიდი იუდა, ქვეყანა რომ ერთი ხელმოწერით გაყიდა!

ძირს ნიღბიანების დიქტატურა! გაუმარჯოს ჩვენს სამშობლოს!

ჩვენ მივდივართ ევროპაში! სალამი და მხარდაჭერა ყველა პატრიოტს მარნეულის იზოლატორიდან“ - წერს ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში.

ავთანდილ  წულაძე - ტრამპიც და პუტინიც ჩიხურ სიტუაციაში არიან აღმოჩენილი, რაც მათ აიძულებს თავიანთ მოქმედებაში მეტი შეცდომა დაუშვან, სწორედ ამაზეა ჩინეთის გათვლა
ქართული პრესის მიმოხილვა 21.05.2026
ენერგოეფექტურობა - NMG-ის სტრატეგიული არჩევანი
„ბიოგრაფი ლივინგის“ პირველი დეველოპერული პროექტის - „საკენი“ მონოლითური სამუშაოები დათქმულ დროს დასრულდა
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდაჭერით, სამხედროთა სპორტულ გუნდს მჯდომარე რაგბის ეტლები გადაეცა
PSP კორეულმა ბრენდმა „COSRX“ Europe, Middle East and Africa რეგიონის საუკეთესო პარტნიორად აღიარა