ნიკა მელია - ნინო კვიტაიშვილს „ტიტუშკის“ მიერ ნასროლი, ალესილი შუშის ბოთლი მოხვდა სახეში, დასჭირდა ოპერაცია - საგამოძიებო უწყება ამ ფაქტის გამოძიებას არ იწყებს, მიუხედავად იმისა, რომ დამნაშავე იდენტიფიცირებულია

„კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას ინფორმაციით, პარტიის პოლიტსაბჭოსა და თბილისის საკრებულოს წევრს, ნინო კვიტაიშვილს "ტიტუშკის" მიერ ნასროლი, ალესილი შუშის ბოთლი მოხვდა სახეში, რის გამოც დასჭირდა ოპერაცია.

როგორც მელია „ფეისბუქზე“ წერს, ნინო კვიტაიშვილი ამჟამად საავადმყოფოში იმყოფება.

მელიას თქმით, მიუხედავად იმისა, რომ დამნაშავე იდენტიფიცირებულია, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება არ დაწყებულა.

„ტიტუშკების“ ქალაქში თარეში და პროტესტის მონაწილეებთან მათი "მიქსევა", რეჟიმის ხელწერად რომ იქცა, ყველამ ვიცით. უნდა გვახსოვდეს, მათ მიერ ჩადენილი ძალადობის ფორმალური გამოძიებაც კი არ ხდება.

3 დღის წინ, "ტიტუშკების" ჯგუფი, ცდილობდა თანამებრძოლების პროვოცირებას, რა დროსაც ჩვენი პარტიის პოლიტსაბჭოსა და თბილისის საკრებულოს წევრი, ნინო კვიტაიშვილი, გადაეფარა თავის თანაგუნდელ ბიჭებს, ცდილობდა სიტუაციის განეიტრალებასა და ესკალაციის თავიდან არიდებას, რა დროსაც "ტიტუშკის" მიერ ნასროლი, ალესილი შუშის ბოთლი მოხვდა სახეში, დასჭირდა ოპერაცია და ამჟამად იმყოფება საავადმყოფოში.

საგამოძიებო უწყება კი არც იწყებს ამ ფაქტის გამოძიებას, მიუხედავად იმისა, რომ კონკრეტული დამნაშავე იდენტიფიცირებულია.

ვუცხადებ სოლიდარობას ყველა დაზარალებულს, ჩალურჯებები გაივლის, ის ხალხი კი, ვინც ამ პროცესში სიბნელის მხარეს დგას, ადამიანის სახეს, ვერასდროს დაიბრუნებს“,- წერს მელია.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის