სალომე ზურაბიშვილი პარიზში, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა.

შეხვედრის ამსახველი ფოტოები სალომე ზურაბიშვილმა სოციალური ქსელის საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრისას უკრაინის პრეზიდენტმა ქართველ ხალხს სრული მხარდაჭერა გამოუცხადა.

სალომე ზურაბიშვილი და ვოლოდიმირ ზელენსკი ერთმანეთს პარიზში შეხვდნენ.

“მადლობა,ქართველი ხალხისადმი თქვენი ურყევი მხარდაჭერისთვის. ჩვენი ერების ბრძოლა დამოუკიდებლობისთვის, თავისუფლებისთვის და ევროპული მომავლისთვის გაიმარჯვებს - ალტერნატივა არ არსებობს“, - წერს სალომე ზურაბიშვილი X-ზე.

აღსანიშნავია ისიც, რომ პარიზში იმყოფება აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი, დონალდ ტრამპიც.

დღეს საღამოს, ხუთი წლის წინ გაჩენილი ხანძრის შემდეგ რესტავრირებული ნოტრ-დამის გახსნის ცერემონიას 40-მდე ქვეყნის მთავრობის ლიდერი დაესწრება.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს