პრეზიდენტი - ტერორი საქართველოში: „ქართული ოცნების“ სასტიკი რეჟიმი ნამდვილ სახეს აღარ მალავს, პირდაპირ ეთერშიც კი

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს სოციალურ ქსელში რამდენიმე ახალი პოსტით ეხმაურება, მათ შორის ქვეყნის პირველი პირი „ტვ პირველის“ გადამღებ ჯგუფზე თავდასხმას „ტერორს“ უწოდებს და აღნიშნავს, რომ „ქართული ოცნება“ მის ნამდვილ სახეს აღარ მალავს.

„ტერორი საქართველოში: „ქართული ოცნების“ სასტიკი რეჟიმი ნამდვილ სახეს აღარ მალავს, პირდაპირ ეთერშიც კი.

წარმოუდგენელი და მზარდი ტერორი მედიის წინააღმდეგ - ძალადობა მედიაზე და ჟურნალისტების სასტიკი ცემა, რომლებიც უბრალოდ ასრულებენ თავიანთ საქმეს!“ - წერს პრეზიდენტი.

გარდა ამისა, კიდევ ერთ პოსტში სალომე ზურაბიშვილი აღნიშნავს:

„ტერორი საქართველოში: ამაღამ რუსული რეჟიმი თბილისში დაბრუნდა სამსახურში-ქუჩებში მშვიდობიან მოსახლეობას დასდევს, როდესაც ისინი გაურბიან ტერორს, მიზანში გყავს ამოღებული პოლიტიკოსები, მედია, ხელოვანები ... ოპოზიციის ოფისების კარების შემტვრევა რეიდებისა და პოლიტიკოსების სასტიკი დარბევის მიზნით“, - აღნიშნავს პრეზიდენტი.

ასევე, სალომე ზურაბიშვილი წერს:

„გაუსაძლისი საყურებელი, უდავო მტკიცებულება - და მაინც, პოლიციისა და პასუხისმგებელი ხელისუფლების მხრიდან ურეაქციობა.

მოვუწოდებ შსს-ს, სასწრაფოდ მიიღოს ზომები ქუჩაში განხორციელებული სისასტიკისთვის და დაუყოვნებლივ დააკავოს დამნაშავეები“.

კიდევ ერთ პოსტში პრეზიდენტი აღნიშნავს:

„მე-10 დღე: ქართველმა ხალხმა კიდევ ერთხელ თქვა თავისი სათქმელი. ბრძოლა მომავლისთვის გრძელდება.

ვერცერთი რეჟიმი ვერ აღუდგება ხალხის ნებას, არ აქვს მნიშვნელობა რა საშუალებებს გამოიყენებენ. კარგი იქნება, თუ „ქართული ოცნება“ ამას დაიმახსოვრებს“.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
ზვიად კორძაძე იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს
„ბაკურიანი” გიორგი მიქაუტაძესთან ერთად, ახალ ლიმიტირებულ შეფუთვას წარმოგიდგენთ
ვეტცელი 1908 - ბაზისბანკი თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის გასტრონომიური სახლის მხარდამჭერია
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა