პარლამენტის შენობის წინ ნაძვის ხეს აწყობენ

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ საახალწლო ნაძვის ხის მონტაჟი მიმდინარეობს. ადგილზე იმყოფებიან თბილსერვის ჯგუფის თანამშრომლები. ადგილზე კონსტრუქციები დაახლოებით 2 საათის წინ მიიტანეს. აღნიშნულ ფოტოს სოციალურ ქსელში აქტივისტი მაკუნა გოჩიტაშვილი ავრცელებს.

"ყველა ცივილურ ქვეყანაში ნაძვის ხე იწყობა და დგას. თქვენც უნდა მოგწონდეთ, სუფთა ქალაქი და ნაძვის ხის აწყობა, მე მგონი ცუდი არაფერი არ არის", - განუცხადა თბილსერვისჯგუფის წარმომადგენელმა "რადიო თავისუფლებას" პირდაპირ ჩართვაში.

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია დღეს, დაახლოებით ღამის სამი საათისთვის დასრულდა.

ვახუშტი მენაბდე - მოძრაობა „ეროვნულმა თაობამ“ რა მიზნებიც დაისახა და თქვა, დავიცავო, ხელისუფლების დასაცავი და პასუხისმგებლობაა, რომელსაც ის თავს ვერ ართმევს
ქართული პრესის მიმოხილვა 27.07.2026
„შენაქო შალე“ - კომფორტული დასვენება თუშეთის უნიკალურ გარემოში სილქ ჰოსფითალითისთან ერთად
უფასო ლარისა და დოლარის გადარიცხვები ბიზნესისთვის
„ზიგმა საბურთალო“ - მათთვის, ვინც ახალ სტანდარტს ეძებს