გიორგი ვაშაძე - სალომე ზურაბიშვილის ტრამპთან შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანი იყო - ივანიშვილის ყალბი ნარატივი ბოლომდე ჩამოიმსხვრა, კერძოდ, „ის, რომ ვითომ ვინმესთან დაალაგებს“

სალომე ზურაბიშვილის ტრამპთან შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ბიძინა ივანიშვილის ყალბი ნარატივი ბოლომდე ჩამოიმსხვრა, კერძოდ, „ის, რომ ვითომ ვინმესთან დაალაგებს“, - ამის შესახებ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რითაც საფრანგეთში, პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის გახსნის ცერემონიაზე საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის და აშშ-ს ახლად არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის შეხვედრას გამოეხმაურა.

მისივე შეფასებით, „ასადის მსგავს ადამიანებთან ამერიკა არასდროს არ ლაპარაკობს“.

„სალომე ზურაბიშვილის ტრამპთან შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ბიძინა ივანიშვილის ყალბი ნარატივი ბოლომდე ჩამოიმსხვრა, კერძოდ, „ის, რომ ვითომ ვინმესთან დაალაგებს“. ასადის მსგავს ადამიანებთან ამერიკა არასდროს არ ლაპარაკობს. ბიძინა ივანიშვილსა და ასადს შორის განსხვავება არ არის. ეს აბსოლუტურად ყველამ უნდა იცოდეს. პირველ რიგში, მან უნდა იცოდეს და პროპაგანდისტულმა არხებმა, რომელიც ათას სიყალბეს ავრცელებს.

მადლობა მინდა ვუთხრა საქართველოს პრეზიდენტს, რომ საქართველოს მოქალაქეები ასეთი რანგის შეხვედრაზე წარმოადგინა“, - აღნიშნა ვაშაძემ.

გარდა ამისა, ვაშაძემ საქართველოს პარტნიორებს კიდევ ერთხელ მოუწოდა რეაგირებისკენ.

„კიდევ ერთხელ ჩვენს პარტნიორებს მივმართავ, დროა უკვე უსწრაფესად მოქმედებების, თორემ შემდეგ შეიძლება გვიანი იყოს. მარტო სანქციები კი არა, სისხლის სამართლის საქმეები უნდა აღიძრას დამნაშავეების წინააღმდეგ. მთავარი დამნაშავე არის ბიძინა ივანიშვილი და მას ელოდება საშინელი განაჩენი და მე ამაში 100%-ით დარწმუნებული ვარ!“, - განაცხადა ვაშაძემ.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს