ადვოკატმა გაასაჩივრა თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინება, რომლითაც ალეკო ელისაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

„ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის, ალეკო ელისაშვილის ადვოკატმა, გიორგი რეხვიაშვილმა გაასაჩივრა თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინება, რომლითაც ალეკო ელისაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

ადვოკატის განცხადებით, სასამართლომ და პროკურატურამ პოლიტიკური ნიშნით, გაასამართლეს ალეკო ელისაშვილი.

„სასამართლოს განჩინება არის დაუსაბუთებელი და პოლიტიკურად მოტივირებული. სასამართლომ და პროკურატურამ პოლიტიკური ნიშნით გაასამართლა ალეკო ელისაშვილი. პირველი კურსის სტუდენტიც კი მიხვდებოდა, რომ აღნიშნულ შემთხვევაში, ალეკო ელისაშვილი დამნაშავე არ იყო. თუ ვინმე უნდა დასჯილიყო, მეორე მხარე, ალი ბაბაევია. „ქართული ოცნების“ ცნობილი „ტიტუშკა“ და პროვოკატორი. აბსურდული მტკიცებულებები არის. საქმეში ჩადებულია მოწმეთა ჩვენები, სადაც წერია, რომ ერთს ყურსასმენები ეკეთა და ვერ გაიგო, რაზე იყო საუბარი. მეორე ხმაურზე გამოვიდა. მესამემ საერთოდ ქართული ენაც არ იცოდა. მთავარი მტკიცებულება არის ვიდეოჩანაწერი, სადაც კარგად ჩანს, რომ ელისაშვილი მალევე ცდილობს, ეს კონფლიქტი განმუხტოს, შემთხვევის ადგილს ერიდება და როდესაც 10 მეტრს გადადგამს, უკან რკინის ჯოხით მისდევს ალი ბაბაევი და ცდილობს, დაზიანება მიაყენოს. ამ შემთხვევაში, ალეკო ელისაშვილი აუცილებელი მოგერიების ფარგლებში მოქმედებდა“,- განაცხადა ადვოკატმა.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ “ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთ ლიდერს, ალეკო ელისაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ადამიანის დევნა პოლიტიკურ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, ჩადენილი ძალადობით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ახმედ ალილი - სამხრეთ კავკასიაში დაწყებულია უსაფრთხოების ახალ არქიტექტურის ფორმირება - ჩვენ ახლა უსაფრთხოების ახალი სტრუქტურის არქიტექტურას ფორმირების არა შუა გზაზე, არამედ მხოლოდ დასაწყისში ვიმყოფებით
ქართული პრესის მიმოხილვა 09.02.2026
„ლისი დეველოპმენტმა“ საუკეთესო წლიური ანგარიშისა და გამჭვირვალობის ჯილდო მოიპოვა
კულტურისა და სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლები როუმინგში GLOBALCELL-ის უფასო ინტერნეტით ისარგებლებენ
12-საათიანი საიმედო დაცვის მქონე პრემიუმ ხარისხის ბავშვის საფენები „რასკალსი“ (Rascals) უკვე PSP-შია
ფოთის პორტში ბელგიიდან 30 000 ტონა ბენზინით დატვირთული ტანკერი შემოვიდა
SMH Global-ისა და Setanta Sports Eurasia-ს პარტნიორობა უზბეკეთში 2030 წლამდე გახანგრძლივდა
ვაინ კახეთი ქართულ ღვინოს პარიზის საერთაშორისო გამოფენაზე წარადგენს
რობოტული ქირურგია ინოვას სამედიცინო ცენტრში - ინოვაციური ქირურგიის ახალი ეტაპი საქართველოში