ირაკლი კობახიძე - ქართული საზოგადოება დიდი ოპტიმიზმით ელოდება აშშ-ს ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციას, ამ მომენტს სალომე ზურაბიშვილი ვერ მოუსწრებს, მას 29 დეკემბერს უკვე ეწურება უფლებამოსილების ვადა

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილს 29 დეკემბერს ეწურება საპრეზიდენტო უფლებამოსილების ვადა, „შესაბამისად, მისთვის აქტუალური საერთოდ არ არის აშშ-ის პრეზიდენტის ინაუგურაცია“.

კობახიძემ სალომე ზურაბიშვილის დონალდ ტრამპთან შეხვედრა შეაფასა და აღნიშნა, რომ ქართული საზოგადოება დიდი ოპტიმიზმით ელოდება ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციას, რასაც „სალომე ზურაბიშვილი ვერ მოუსწრებს“.

„ვფიქრობთ, რომ 20 იანვრიდან მნიშვნელოვნად შეიცვლება მსოფლიოში ყველაფერი. მნიშვნელოვნად დამშვიდდება, მათ შორის ჩვენი რეგიონი. ჩვენ ველოდებით აშშ-ში პრეზიდენტის ინაუგურაციას. დიდი იმედი გვაქვს, რომ 20 იანვრიდან მნიშვნელოვნად დამშვიდდება ეს რეგიონი და ეს დადებითად უნდა აისახოს ჩვენს ქვეყანაზეც. შესაბამისად, ქართული საზოგადოება დიდი ოპტიმიზმით ელოდება ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციას. ამ მომენტს სალომე ზურაბიშვილი ვერ მოუსწრებს, მას 29 დეკემბერს უკვე ეწურება უფლებამოსილების ვადა. შესაბამისად, მისთვის აქტუალური საერთოდ არ არის აშშ-ის პრეზიდენტის ინაუგურაცია. ვფიქრობ, ყველაფერი ძალიან კარგად იქნება და ის ცვლილებები, რომელიც აშშ-ში განხორციელდება, ასევე ამაზე მეტყველებს“,-განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, სალომე ზურაბიშვილი პარიზში აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს შეხვდა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს