სასამართლომ ჟურნალისტი ბექა ყორშია 2200 ლარით დააჯარიმა

თბილისის საქალაქო სასამართლომ „მთავარი არხის“ ჟურნალისტი და წამყვანი, ბექა ყორშია 2200 ლარით დააჯარიმა.

როგორც ყორშიამ აღნიშნა, დაკავებას მისი საქმიანობის გამო მის მიმართ ანგარიშსწორების ელფერი აქვს.

„ასეთი ელფერი ჰქონდა ამ ყველაფერს, თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ მარტო ჩემს წინააღმდეგ არ ხდება, ეს არის უკვე ძალადობრივი ტენდენცია, რომელიც ბოლო პერიოდის განმავლობაში შეიმჩნევა. ჟურნალისტებზე თავდასხმები, ცემა, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა არის ძალიან ხშირი. არ არის გამორიცხული, რომ ამ ამბის გამო შემემთხვა ის, რაც შემემთხვა“, - განაცხადა ყორშიამ.

მან დაკავების დეტალები გაიხსენა და აღნიშნა, რომ ნიღბიანმა პირებმა დააკავეს.

“პოლიციელმა სასამართლოზე დაადასტურა, რომ მიცნო და ეს იყო საბოლოდ, ის მიზეზი, რის გამოც გადაწყვიტა, რომ ავეყვანე. ძირითადად, სულ ჩემს სიუჟეტებზე იყო ლაპარაკი, რატომ აკეთებ ამას. იმას რატომ დაურეკე, ამას რატომ დაურეკე“, - განაცხადა ყორშიამ.

ჟურნალისტის განმარტებით, სისტემის შიგნით „ძალიან გატეხილები და გადაღლილები არიან“.

„ერთი სურვილი აქვთ, რაც შეიძლება მალე მორჩეს ეს აქციები, მაგრამ ცხადია, ჩვენ ამ სურვილს ვერ შევუსრულებთ, სანამ ეს ხელისუფლებაა. ფიზიკურად კი არიან მომზადებულები, მაგრამ მორალურად, მენტალურად, იდეოლოგიურად ძალიან მყიფე არიან. დარწმუნებული ვარ, რომ მალე გადატყდებიან“,-განაცხადა ბექა ყორშიამ.

მან „ტვ პირველს“ და მედიის წარმომადგენლებს სოლიდარობა გამოუცხადა.

„ისეთ რეჟიმთან ვართ ბრძოლაში შესული, რომ ყველაფერს შეიძლება მოელოდე. გარეთ ისეთი რაღაცები ხდებოდა, მე რომ მოვყვე ახლა, რა დამემართა, ეს იქნება სრულიად უმნიშვნელო და არარელევანტური. მომიყვნენ მაკა ჩიხლაძის და ოპერატორის ამბავს. მინდა ჩემი სოლიდარობა გამოვუცხადო ამ ადამიანებს, მთლიანად „ტვ პირველის“ გუნდს და საერთოდ, ქართველ ჟურნალისტებს. ისინი ფრონტის წინა ხაზზე იბრძვიან. მართლა მონსტრს და ურჩხულს ებრძვიან შიშველი ხელებით. ძალიან ვაფასებ მათ ასეთ თავგანწირულ ბრძოლას“,-განაცხადა ყორშიამ.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
ანდრო გოცირიძე - საქართველოს შეუძლია რუსეთის წიაღს დაუბრუნდეს, ოღონდ, რუსეთის მიერ აღიარებული „სახელმწიფოების“ გარეშე, ეს არის ის ფორმულა, რასაც რუსეთი საქართველოს ოფიციალურად სთავაზობს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.04.2025
„ამბასადორი აილენდ ბათუმის" მიმართ ინტერესმა დუბაის უძრავი ქონების საერთაშორისო გამოფენაზე მოლოდინს გადააჭარბა
„ვისოლი“ ციფრული ტრანსფორმაციის ახალ ეტაპზე გადადის
Touch Plarform-ის ორგანიზებით, თბილისში რიგით მეორე საერთაშორისო ციფრული დიზაინ ფესტივალი Touch RGB გაიმართება
სილქნეტის აქცია: თემატური სპორტული პაკეტები დამატებითი გადასახადის გარეშე
საბანკო ასოციაციის რჩევები კიბერუსაფრთხოებისთვის დღესასწაულების წინ
სააღდგომო შეთავაზებები სილქნეტის მომხმარებლებისთვის