ნიკა გვარამია - დღეს „ხელისუფლება“ არის კოლექტიური „ტიტუშკა“ და არალეგიტიმური ხუნტა

დღეს, ყველა „ქოცი“, ნიღბიანი თუ უნიღბო, „ტიტუშკაა“ და ჩვენს სამშობლოს უსწორდება - ხან ჟურნალისტის, ხან მომიტინგეს, ხან მსახიობის, ხან პოლიტიკოსის და ხან სხვა პატრიოტის მსხვერპლად შერჩევით, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი, ნიკა გვარამია „ფეისბუქზე“ წერს.

ამასთან, გვარამია „ტვ პირველის“ ჟურნალისტსა და ოპერატორზე თავდასხმის ფაქტს ეხმიანება და მათ მხარდაჭერას უცხადებს.

„ქართული კრიტიკული მედია დგას სამშობლოს და დემოკრატიის დაცვის პირველ ხაზზე და, ვაღიაროთ, ამ ბრძოლის ფლაგმანია.

გასაგები მიზეზების გამო არ მინახავს კადრები, მაგრამ მაკა ჩიხლაძეს და მისი ოპერატორის დარბევა უმძიმესი ყოფილა „ქოცების“ პარამეტრებითაც კი! ჩემი მხარდაჭერა მაკას, გიორგი შეწირულს, მთელ „ტვ. პირველს“ და სრულიად ქართულ კრიტიკულ მედიას!

არავითარი „ტიტუშკები“ არ არსებობენ, დღეს, ყველა „ქოცი“, ნიღბიანი თუ უნიღბო, „ტიტუშკაა“ და ჩვენს სამშობლოს უსწორდება - ხან ჟურნალისტის, ხან მომიტინგეს, ხან მსახიობის, ხან პოლიტიკოსის და ხან სხვა პატრიოტის მსხვერპლად შერჩევით.

დღეს „ხელისუფლება“ არის კოლექტიური „ტიტუშკა“ და არალეგიტიმური ხუნტა. ძირს „ტიტუშკოკრატია“! ძირს ნიღბიანი დიქტატურა! გაუმარჯოს ჩვენს სამშობლოს! ჩვენ მივდივართ ევროპაში!“, - წერს გვარამია სოციალურ ქსელში.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა