შალვა პაპუაშვილი - „მაიდნის“ რომანტიზებას რომ ცდილობს ზოგიერთი, „მაიდნის“ დროს 100-ზე მეტი ადამიანი მოკვდა - ნაძვის ხესაც კი ისეთი დეკორირება გაუკეთეს, როგორც ეს „მაიდანზე“ გააკეთეს

„მაიდნის“ რომანტიზებას რომ ცდილობს ზოგიერთი, „მაიდნის“ დროს 100-ზე მეტი ადამიანი მოკვდა - ნაძვის ხესაც კი ისეთი დეკორირება გაუკეთეს, როგორც ეს „მაიდანზე“ გააკეთეს. ამასაც კი არ მალავენ, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, პროტესტს რუსთაველის გამზირზე ქართული პროტესტის კულტურასთან არანაირი კავშირი არ აქვს.

„ჩვენ ეს ყველაფერი წინასწარ გვაქვს ნათქვამი, დიდი ხნით ადრე. ჯერ კიდევ გაზაფხულზე ვამბობდით, მათ შორის უცხოელებსაც ვეუბნებოდით, რომ ოპოზიცია ამ არჩევნების შედეგს არ აღიარებს და ასრულდა ეს ყველაფერი. ვიცოდით, რომ სალომე ზურაბიშვილი არ დანიშნავდა პარლამენტის სხდომას, არ მოვიდოდა სხდომაზე, ამისთვის რეგლამენტში ცვლილებაც კი შევიტანეთ. ყველაფერი მიდის იმ სცენარით, რომელიც ჩვენთვის დიდი ხანია ცნობილია. რა თქმა უნდა, ამის შედეგიც წინასწარ არის ცნობილი. როგორც წარუმატებლებიც იყვნენ 2020 წელს ხალხისთვის არჩევანის წართმევაში, ასევე წარუმატებლები იქნებიან 2024 წელსაც. ვიზუალითაც კი ყველანაირად ახორციელებენ „მაიდნის“ სცენარს. ჩვენ ვნახეთ, რომ ნაძვის ხესაც კი ისეთი დეკორირება გაუკეთეს, როგორც ეს „მაიდანზე“ გააკეთეს. ამასაც კი არ მალავენ და ახალსაც კი არ იგონებენ. ახალ დაქორწინებული წყვილის მისვლა, ნაძვის ხის დეკორირება საპროტესტო პლაკატებით... ერთი ერთში მიჰყვებიან „მაიდნის“ სცენარს, იმდენად, რომ გაყიდულია და საჯაროდ ჩანს ამ მხრივ მათი ნაბიჯები. ნაბიჯ-ნაბიჯ მიჰყვებიან, თითქოს სცენარი უდევთ წინ და ამ სცენარიდან ყოველდღე ახორციელებენ იმას, რაც თავის დროზე „მაიდანს“ მოჰყვა. „მაიდნის“ რომანტიზებას რომ ცდილობს ზოგიერთი, ყველას შევახსენებ, რომ 100-ზე მეტი ადამიანი მოკვდა „მაიდნის“ დროს. საბოლოო ჯამში, ეს უნდათ. აქეთ მიჰყავთ ეს პროცესები, როდესაც რომანტიზებას ახდენენ ისეთი პოლიტიკური პროცესისა, რაც სინამდვილეში გულისხმობდა არეულობას. რუსთაველის გამზირი აქციეს ძალადობისა და უკანონობის კერად. არაფერი კავშირი ამას, მათ შორის ქართული პროტესტის კულტურასთან არ აქვს. გამოვლილი გვაქვს ბევრნაირი რამე, ერთადერთი, რასთან პარალელიც შეიძლება გავავლოთ ჩვენი წარსულიდან, ეს არის 90-იანი წლების პუტჩი - ამას კი ჰგავს. ავტომატები ჩაანაცვლეს მაშხალებით, სცენა და კადრები იგივეა, პარლამენტის შენობა ამოღებული სამიზნედ, 90-იანებში თუ ქვემეხებს და ავტომატებს ესროდნენ, ახლა ესვრიან მაშხალებს და იქვე ამატებენ, თითქოს, ეს არაფერია და ვიზუალური ეფექტები იყოს“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

პეტერ ფიშერი - ჩვენ არ ვართ რეჟიმის შემცვლელი აგენტები, არ გვადარდებს, ვინ მართავს საქართველოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.02.2026
მარინე ჩიტაშვილი - რეალურად, არ იქმნება საშუალება, რომ კვლევაზე დაფუძნებული სწავლება განვითარდეს, ეს საქართველოს მასშტაბით ერთდროულად უმაღლესი განათლების და კვლევითი პოტენციალის მკვლელობაა
სილქნეტის აქცია ვალენტინობაზე: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად
პირველი ფაზის ბოლო შეთავაზება „თბილისის აკრებში“
სტუდიო ლიბერთი ვადიანი ტიპის ანაბრებზე ახალ კამპანიას იწყებს
მორიგი საერთაშორისო აუდიტი GM PHARMA-ში წარმატებით დასრულდა, რაც ევროპის ბაზარზე პოზიციების განმტკიცებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის
სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო