ეკა გიგაური - ცნობილია კონკრეტული პირები, პოლიციელები, ვინც ძალადობენ ადამიანებზე და არც ერთის პასუხისმგებლობა არ დადგა, ეს ხომ სირცხვილი და დაუჯერებელია?! - სახელმწიფო ინსტიტუტები მიტაცებულია ივანიშვილის მიერ

ცნობილია კონკრეტული ადამიანები, კონკრეტული პოლიციელები, ვინც ძალადობენ ადამიანებზე და არც ერთი ამ პოლიციელის პასუხისმგებლობა არ დადგა, ეს ხომ სირცხვილი და დაუჯერებელია?! - სახელმწიფო ინსტიტუტები მიტაცებულია ერთი ადამიანის, ბიძინა ივანიშვილის მიერ,- ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაციის „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ხელმძღვანელმა ეკა გიგაურმა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურთან აქციაზე განაცხადა.

მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილის აქვს „თავისი შინაგან საქმეთა სამინისტრო, საგარეო საქმეთა სამინისტრო და სპეციალური საგამოძიებო სამსახური“.

„ეს არის დასტური იმისა, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები მიტაცებულია ერთი ადამიანის, ბიძინა ივანიშვილის მიერ. ბიძინა ივანიშვილს აქვს სხვადასხვა ინსტიტუტები. მას აქვს თავისი შინაგან საქმეთა სამინისტრო, საგარეო საქმეთა სამინისტრო, აგერ სპეციალური საგამოძიებო სამსახურიც მისია. ყველა ეს უწყება მოქმედებს მისი ინტერესებისა და მისი ინსტრუქციების შესაბამისად. ამდენი ფაქტია, ამდენ ინფორმაციას ავრცელებს ქართული მედია, ცნობილია კონკრეტული ადამიანები, კონკრეტული პოლიციელები, ვინც ძალადობენ ადამიანებზე და არც ერთი ამ პოლიციელის პასუხისმგებლობა არ დადგა. ეს ხომ დაუჯერებელი და სირცხვილია, მათ შორის იმ ადამიანების, ვინც ამ შენობაში სხედან?! რისთვის იღებენ ისინი ხელფასებს? რისთვის ვუხდით ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები მათ ხელფასს? იმისთვის, რომ ივანიშვილს მოემსახურონ? ამას აკეთებენ ზუსტად! მგონია, რომ ეს ყველაფერი დამახსოვრებული იქნება, უპირველესად, საქართველოს მოქალაქეების მიერ. სხვათა შორის, აღვრიცხავთ ყველა იმ უწყებას და თანამშრომელს, რომელსაც შეეძლო რაღაც გაეკეთებინა, შეეძლოთ კონკრეტული რეაგირება ჰქონოდათ კანონის შესაბამისად ამ ფაქტებზე და ეს არ გააკეთეს. თუ კონკრეტული უწყებებიდან არ იქნება რეაგირება, დარწმუნებული ვარ, რომ საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან ნამდვილად იქნება ამ ადამიანებთან მიმართებით“, - განაცხადა ეკა გიგაურმა.

ცნობისთვის, მოქალაქეებმა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურთან აქცია გამართეს, სადაც რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციების მონაწილეების მიმართ ძალადობა გააპროტესტეს.

აქციაზე სახელწოდებით: „დასაჯე მოძალადეები“, პროტესტის მონაწილეებს თან ჰქონდათ ბანერები სხვადასხვა წარწერით, მათ შორის, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციებზე დაშავებულებისა და ნაცემი მოქალაქეების ფოტოები.

ამასთან, მოტანილი ჰქონდათ ფიტული, როგორც აქციებზე დაშავებული ადამიანების სიმბოლო.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი