პოლიტიკური ჯგუფი XI მოწვევის პარლამენტშიც შეიქმნება

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი, რომლის შექმნის შესაძლებლობა, როგორც გამონაკლისი, მხოლოდ წინა მოწვევის პარლამენტის წევრებისთვის არსებობდა, XI მოწვევის პარლამენტშიც შეიქმნება - პოლიტიკური ჯგუფის ფორმირებას “ხალხის ძალის“ წარმომადგენლები და ნებისმიერი შვიდი დეპუტატი შეძლებს, ვინც არჩევნებში წარმდგენ პარტიას დატოვებს.

რეგლამენტში შესატანი ცვლილებები დეპუტატებმა: - გურამ მაჭარაშვილმა, ზაალ მიქელაძემ, სოზარ სუბარმა, დავით კაჭარავამ, ეკა სეფაშვილმა, დიმიტრი ხუნდაძემ, ირაკლი ბერაიამ და ვიქტორ ჯაფარიძემ დააინიცირეს - სწორედ იმ დეპუტატებმა, რომლებიც პარლამენტში “ქართული ოცნების“ საარჩევნო სიით შევიდნენ, არიან საპარლამენტო უმრავლესობის წევრები, თუმცა ფრაქცია “ქართულ ოცნებაში“ არ შედიან.

მათ მიერ მომზადებული პროექტით, 2028 წლის არჩევნებში არჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობამდე, ერთი პოლიტიკური პარტიის წარდგენით არჩეულ პარლამენტის არანაკლებ 7 წევრს, რომლებიც შესაბამისი პოლიტიკური პარტიის წევრობას დატოვებენ, შეუძლიათ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი შექმნან. პროექტით, სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის მიერ წარდგენილი პარლამენტის წევრების ერთ პოლიტიკურ ჯგუფში გაერთიანება დაუშვებელია.

ე.წ. პოლიტიკური ჯგუფი სპეციალურად X მოწვევის პარლამენტისთვის მოფიქრებული სტრუქტურული ერთეული იყო, რომელიც ზუსტად იმავე უფლებებითა და პრივილეგიებით სარგებლობდა, რაც საპარლამენტო ფრაქციას გააჩნია. თავის მხრივ, პოლიტიკური ჯგუფის შექმნის ინიციატივა იმ გარემოებამ განაპირობა, რომ ფრაქციის ფორმირების წესის გათვალისწინებით, ფრაქცია “ქართული ოცნებისა“ და “ნაციონალური მოძრაობის“ გარდა, ვერც ერთმა სხვა პოლიტიკურმა სუბიექტმა ვერ შექმნა.

თავდაპირველად, წინა მოწვევის პარლამენტში, პოლიტიკური ჯგუფის შექმნის შესაძლებლობა ერთი პოლიტიკური პარტიის წარდგენით არჩეულ არანაკლებ ოთხ დეპუტატს შეეძლო, თუმცა მოგვიანებით, პოლიტიკური ჯგუფის შექმნისთვის წევრთა მინიმალური რაოდენობა ორამდე შემცირდა.

ჯერ კიდევ მოქმედი რეგლამენტით ეს წესი მხოლოდ X მოწვევის პარლამენტისთვის არსებობს.

პეტერ ფიშერი - ჩვენ არ ვართ რეჟიმის შემცვლელი აგენტები, არ გვადარდებს, ვინ მართავს საქართველოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.02.2026
მარინე ჩიტაშვილი - რეალურად, არ იქმნება საშუალება, რომ კვლევაზე დაფუძნებული სწავლება განვითარდეს, ეს საქართველოს მასშტაბით ერთდროულად უმაღლესი განათლების და კვლევითი პოტენციალის მკვლელობაა
სილქნეტის აქცია ვალენტინობაზე: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად
პირველი ფაზის ბოლო შეთავაზება „თბილისის აკრებში“
სტუდიო ლიბერთი ვადიანი ტიპის ანაბრებზე ახალ კამპანიას იწყებს
მორიგი საერთაშორისო აუდიტი GM PHARMA-ში წარმატებით დასრულდა, რაც ევროპის ბაზარზე პოზიციების განმტკიცებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის
სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო