გიორგი ვაშაძე - დღეს, ივანიშვილის თვითგამოცხადებული პარლამენტი ჩუმად შეიკრიბა - ეს ნიშნავს, რომ რეჟიმი შეშინებულია და ყველა მათი გადაწყვეტილება მიმართულია ადამიანის და მისი თავისუფლების წინააღმდეგ

დღეს, ივანიშვილის თვითგამოცხადებული პარლამენტი ჩუმად შეიკრიბა - ეს ნიშნავს, რომ რეჟიმი შეშინებულია და ყველა მათი გადაწყვეტილება მიმართულია ადამიანის და მისი თავისუფლების წინააღმდეგ, - ამის შესახებ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

მისი თქმით, არა მხოლოდ პარლამენტი, არამედ მათი ყველა გადაწყვეტილება არის უკანონო და არალეგიტიმური.

„ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას იმისთვის, რომ საქართველოს ჰყავდეს ხალხის ნებით არჩეული პარლამენტი და ჰქონდეს დემოკრატიული მმართველობა. ამის ერთადერთი გზა კი ახალი არჩევნებია.

ბრძოლა გრძელდება, არ ვიღლებით და არ ვიშლებით გამარჯვებამდე!” - აცხადებს გიორგი ვაშაძე.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა