„ქართული ოცნების“ უმრავლესობაში რვა ახალი დეპუტატი შევიდა

„ქართული ოცნების“ უმრავლესობაში რვა ახალი დეპუტატი შევიდა. პარლამენტმა ლევან მაჭავარიანის, არჩილ გორდულაძის, სალომე ჯინჯოლავას, თორნიკე ბერეკაშვილის, თორნიკე ჭეიშვილის, პაატა სალიას, გიორგი გეგუჩიას და ირაკლი ჭეიშვილის სადეპუტატო უფლებამოსილება ცნო. ისინი პარლამენტის გამოკლებული წევრების ადგილმონაცვლედ შევიდნენ.

პარლამენტმა დღეს ირაკლი კობახიძეს, მაკა ბოჭორიშვილს, ანრი ოხანაშვილს, დავით სონღულაშვილს, მარიამ ქვრივიშვილს, ბიძინა ივანიშვილს, ირაკლი ღარიბაშვილს და მიხეილ ყაველაშვილს პარლამენტის წევრის უფლებამოსილება ვადამდე შეუწყვიტა.

მთავრობისათვის ნდობის გამოცხადების შემდეგ, პარლამენტის წევრის სტატუსისთვის შეუთავსებელი თანამდებობის დაკავების გამო დღის წესრიგში ირაკლი კობახიძისთვის, მაკა ბოჭორიშვილისთვის, ანრი ოხანაშვილისთვის, დავით სონღულაშვილისთვის, მარიამ ქვრივიშვილისთვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი დადგა.

საკუთარი განცხადების საფუძველზე პარლამენტის წევრის უფლებამოსილება შეუწყდათ: ბიძინა ივანიშვილს, ირაკლი ღარიბაშვილს და მიხეილ ყაველაშვილს, რომელიც პრეზიდენტის პოსტზეა წარდგენილი.

ირაკლი კობახიძე კვლავ პრემიერ-მინისტრია, მაკა ბოჭორიშვილი საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე დაინიშნა, ანრი ოხანაშვილი იუსტიციის მინისტრი გახდა, დავით სონღულაშვილი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის თანამდებობაზე დაინიშნა, ხოლო მარიამ ქვრივიშვილმა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის თანამდებობა დაიკავა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი