შსს - საქალაქო სასამართლომ „ფორმულას“ მიმართ შს სამინისტროს თანამშრომლის სარჩელი არ დააკმაყოფილა - დავა გაგრძელდება ზემდგომ ინსტანციებში

თბილისის საქალაქო სასამართლომ ტელეკომპანია „ფორმულას“ მიმართ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლის სარჩელი არ დააკმაყოფილა.

უფრო კონკრეტულად, შსს-ის ინფორმაციით, სასამართლო დავა ეხება 2021 წელს, ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტებს, სადაც აღნიშნული იყო, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი კომენდანტის საათის დროს, ოპერატიული ნომრის მქონე ავტოსატრანსპორტო საშუალებით ახორციელებდა პროსტიტუციაში ჩაბმული პირების სატრანსპორტო საშუალებების გაცილებას და უზრუნველყოფდა მათ უსაფრთხო გადაადგილებას“.

შსს-ის განმარტებით, სასამართლომ დაადასტურა ფაქტი, რომ ავტომანქანა „შკოდას“ შსს-ის აღნიშნული თანამშრომელი არ მართავდა და კომენდანტის საათის დროს სექს-მუშაკების ტრანსპორტირებას არ ახორციელებდა, თუმცა სარჩელი მაინც არ დააკმაყოფილა.

„თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ განიხილა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლის გ.ღ.-ს სარჩელი, ტელეკომპანია „ფორმულას“ მიმართ.

სასამართლო დავა ეხება 2021 წლის იანვრისა და მარტის თვეში ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტებს, სადაც აღნიშნული იყო, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი, გ.ღ. ე.წ. კომენდანტის საათის დროს, ოპერატიული ნომრის მქონე ავტოსატრანსპორტო საშუალებით ახორციელებდა პროსტიტუციაში ჩაბმული პირების სატრანსპორტო საშუალებების გაცილებას და უზრუნველყოფდა მათ უსაფრთხო გადაადგილებას.

სასამართლომ დაადასტურა ის ფაქტი, რომ ავტომანქანა „შკოდას“ გ.ღ. არ მართავდა და კომენდანტის საათის დროს სექს-მუშაკების ტრანსპორტირებას არ ახორციელებდა. უფრო მეტიც, სიუჟეტში მითითებულ დროს გ.ღ. კონკრეტულ ადგილზე საერთოდ არ იმყოფებოდა. ამის მიუხედავად თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 10 დეკემბრის გადაწყვეტილების შესაბამისად, გ.ღ.-ს სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

სასამართლომ მიუთითა, რომ თანამდებობის პირებს თმენის ვალდებულება გააჩნიათ, სადაო სიუჟეტი არასასიამოვნოა მოსარჩელისთვის, თუმცა ზიანის მომტანი არ არის, რის გამოც გ.ღ.-ს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურე, არ ეთანხმება პირველი ინსტანციის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას და დავა გაგრძელდება ზემდგომ ინსტანციებში“,- აღნიშნულია განცხადებაში.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში